Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: პოლიტიკური მუმიები, რომლებიც საიდანღაც ამოძვრნენ ამოფხიკეს და ყველა ერთად შეკრიბეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili-300x1992.jpgსაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მთავრობის წევრების აბსოლუტური უმეტესობა ღარიბი ოჯახებიდან არიან.

ამის შესახებ სააკაშვილმა ყვარლის ახალი საავადმყოფოს გახსნის შემდეგ მოსახლეობასთან მიმართვისას განაცხადა.

“ყოველთვის იქნება ისეთი, ვისაც მეტი ან ნაკლები შემოსავალი ექნება, მაგრამ ეს იმაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ვინც მეტს იშრომებს ან ვინც – ნაკლებს და არა იმაზე, რომ  ძველ დროში ნაძარცვი შერჩა ან თავის დროზე მთვარობაში მუშაობდა და ამით აკეთა ფული. გამოდიან ტეელევიზორში და იძახიან, რომ თურმე იმ ხალხს, ვისაც ბევრი ფული არ აქვს, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება და ასეთები არც უნდა აირჩიონ, არც უნდა დანიშნონ და არჩევნებშიც თუ არ მივლნენ, კიდევ უფრო უკეთესი. იმიტომ რომ, რა იცის ეხლა არამილიონერმა რა არის სწორი მილიონერებისთვის და მილიარდერებისთვის. სხვათაშორის, ჩემი მთავრობის წევრების აბსოლუტური უმეტესობა ღარიბი ოჯახებიდან არიან და ამმხრივ, არც არაფერი გაუკეთებიათ მთავრობაში ყოფნით,” – განაცხადა სააკაშვილმა და მაგალითად იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მოიყვანა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებითვე, “თუ ახალგაზრდობას გზას გავუხსნით, წარმატებულები და დასვენებულები ვიქნებით”.

“როდესაც ის სკოლა გავხსენი, რომელიც კოსმოსურ გემს გავს, კომპიუტერების დანახვა კი არ გამიკვირდა, არამედ ბავშვების თვალებში ჩახედვა და ის ინტელექტის ნაპერწკლის დონე, რომელიც ყველა მათგანს აქვს. როგორი ბავშვები არიან, როგორი ახალგაზრდობა მოდის. ჩვენ ყველანი ვიქნებით დასვენებულები და წარმატებულები თუ ამ ახალგაზრდობას გავუხსნით გზას. ვიღაც ძველები კი არა და ჯოჯოები, მართლა პოლიტიკური მუმიები, რომლებიც საიდანღაც ამოძვრნენ ამოფხიკეს და ყველა ერთად შეკრიბეს, კიდევ უფრო დაღვრემილი და ჩასისხლიანებული თვალებით, რამდენი ხანია არაფერი მოუპარავთ და არავინ გაუძარცვავთ. ეწყინათ მუმიები…… პოლიტიკური მუმიები არიან აბა რა, მაგრამ პოლიტიკური მუმიები უკან მხოლოდ მუმიებზე გადაღებულ საშინელებათა ფილმებში ბრუნდებიან, ჩვენ კი, ნორმალური ხალხი გვინდა და რაც მთავარია, ყველამ უნდა გავუხსნათ ახალგარდობას გზა იმისათვის, რომ ისინი აღარ დაბრუნდნენ და აზრადაც არ გაივლონ, რომ როდესმე ხელახლა დაბრუნება და გაძარცვა შეეძლებათ. მათი დაბრუნება ჩემთვის დიახაც, არის უშუქობა, დანგრეული, დალეწილი საავადმყოფოები, ჯიბეში ფულის ჩადებები, მათი დაბრუნება არის უგზოობა, ყოველდღიური ძარცვა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...