planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/qartuliocnebalogo1-300x19311.jpg“საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებაზე” ხელისუფლების მხრიდან მორიგ ზეწოლაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება” ავრცელებს.“საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართულ ოცნებაზე” ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა კვლავ გრძელდება. საქართველოს კონტროლის პალატამ დღეს მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო – საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” 200 000 ლარით დააჯარიმა. გასათვალისწინებელია ის, რომ 2012 წლის 6 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს კონტროლის პალატას ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის 2 მარტს არის დანიშნული. ამდენად, თუ 2 მარტს საჩივარი დაკმაყოფილდება და საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებაზე” კონტროლის პალატის მონიტორინგი არ გავრცელდება, მაშინ კონკრეტული პირების მოქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების ძიება აზრს დაკარგავს. ამიტომ, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ადვოკატებმა კონტროლის პალატას შუამდგომლობით მიმართეს და მოსთხოვეს, 27 თებერვალს, დილის 10:00 საათზე დანიშნული საქმის განხილვა 2 მარტისთვის, ანუ მთავარი სხდომის ჩატარებამდე გადაედო, რაც კონტროლის პალატამ სრულიად უკანონოდ არ დააკმაყოფილა. საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ კონტროლის პალატის დღევანდელი დადგენილება შემოწირულობის განხორციელების კანონიერებასა და ყველა პირის ერთდროულად დაჯარიმებასთან დაკავშირებით, როგორც არსებითი, ისე პროცედურული საფუძვლების გათვალისწინებით უკანონოა. საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” სასამართლოში ბრძოლას აგრძელებს და კვლავაც შეეცდება, კონტროლის პალატის უკანონო მოქმედებები სამართლებრივი გზით შეაჩეროს”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts