Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ლეიბორისტები 29 მარტს გაყალბების წინააღმდეგ აქციას გამართავენ


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/images-150x150.jpgლეიბორისტები 29 მარტს 15:00 საათზე პარლამენტის წინ გაყალბების საწინააღმდეგო მორიგ აქციას გამართავენ.

ამის შესახებ დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა საგანგებოდ განცხადება.

“ჩვენ არჩევნები უნდა მოვიგოთ არჩევნებამდე, არ უნდა დაველოდოთ ურემის გადაბრუნებას და წითელი ბარათი უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას ახლავე, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველო”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი და პერნამენტური აქციების კასკადი გაგრძელდება.

“ჩვენ უკვე მრავალი წელია მიხეილ სააკაშვილისგან ვითხოვთ ერთადერთ განცხადებას: “მე გადავდექი”. სხვა რაიმე განცხადებების, დაპირებებისა და ცრუპენტელობის მოსმენას საერთაშორისო კრიმინალისაგან, რომელიც ყველა დაწერილი და დაუწერელი კანონით, საშინაო და საერთაშორისო სამართლის ზომებით უნდა იჯდეს მინიმუმ ჰააგის ტრიბუნალის საბრალდებო სკამზე, ჩვენ არ დაველოდებით”, – აღნიშნა “ლეიბორისტების” ლიდერმა.

შალვა მამუკაშვილი

Argument.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...