planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/mosacavleebis-aqcia-ipn-4-150x150.jpgპოლიტიკური პარტიის “განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით დღეს სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონამდე მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის მთავარი მიზანი სტუდენტების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში გააქტიურება იყო. აქციის მონაწილენი არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებას მოითხოვდნენ. სტუდენტების განცხადებით, ეს აქცია არ იქნებოდა ერთჯერადი და ახალგაზრდებს გააჩნიათ უნარი შეიკრიბონ ერთ მუშტად. მსვლელობის მონაწილეებმა ასევე მათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას მშვიდობისაკენ მოუწოდეს. “სტუდენტთა ორგანიზებით მოხდება საინიციატივო ჯგუფის ფორმირება, რომელიც მომავალში არჩევნების დასრულებამდე მოახდენს სტუდენტების ჩართულობის გააქტიურებას საარჩევნო ხმების დაცვის და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისათვის”, – განაცხადა პარტიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა ჩარკვიანმა.გიორგი ზედგინიძეargumenti.ge argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts