Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge დებატებზე რიგითობის საკითხს ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/568556-150x150.jpgპარლამენტში ხვალისთვის დაგეგმილი დებატებისას გამომსვლელთა რიგითობაზე მსჯელობას, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური და მხიარულება მოჰყვა.

ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოითხოვა, რომ დებატებში პირველად მისი ფრაქცია გამოსულიყო.

მისი თქმით, აქამდე არსებობდა ტრადიცია იმისა, რომ სანამ უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდოდნენ, დებატებზე პირველი დამოუკიდებელი დეპუტატები გამოდიოდნენ და კარგი იქნება თუ ხვალ, პირველი დამოუკიდებელი ფრაქცია გამოვა.

ლორთქიფანიძის ამ განცხადებას რეპლიკები მოჰყვა როგორც უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა ლორთქიფანიძეს “დამოუკიდებელი ფრაქციის” განმარტება მოსთხოვა, უმცირესობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ კი პარლამენტს დებატების წარმართვა, რეგლამენტში არსებული სპეციალური ჩანაწერის მიხედვით მოითხოვა.

კერძოდ, რეგლამენტში ნათქვამია, რომ დებატებისას სიტყვით გამოდიან უმრავლესობა და უმცირესობა 45-45 წუთით, ფრაქცია და პარლამენტის თავმჯდომარე – 15-15 წუთი და ა.შ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი კი დიმიტრი ლორთქიფანიძის მოთხოვნის არსში ვერ გაერკვა და განაცხადა, რომ აქამდე ყოველთვის იყო სურვილი, რომ დეპუტატი გვიან გამოსულიყო, რათა მანამდე გაკეთებული განცხადებების შეფასების შესაძლებლობაც მისცემოდა.

მისი თქმით, თუ ფრაქციას “ერთობა სამართლიანობისთვის” მაინცდამაინც სურს რომ პირველი გამოვიდეს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი ვერ გაერკვა, რატომ ითხოვს ხოლმე ლორთქიფანიძე ისეთ საკითხებს, რომლებიც რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული.

“ვოცდები, ამ რეგლამენტს ან შეგნებულად არ კითხულობთ, ან ცდილობთ რომ მუდმივად დაგვარღვევინოთ ის”, – მიმართა მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს და დასძინა, რომ მისთვის სულერთია, ვინ პირველი გამოვა და ვინ მეორე, რადგან ლორთქიფანიძის ფრაქცია და უმცირესობა მისთვის ერთია.

“ჩემთვის თქვენ და უმცირესობა ერთნი ხართ. ჩემთვის ბაღათურია, მამრაძე და ვეფხვაძე, ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან”, – მიმართა მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს, რასაც უკვე ლევან ვეფხვაძის უკმაყოფილება მოჰყვა.

“თქვენგან მეტს არც ველოდი” , – განუცხადა ვეფხვაძემ მაჭავარიანს.

ამასთან, მიხეილ მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს შეახსენა, რომ რეგლამენტით არ არსებობს ცნება “დამოუკიდებელი ფრაქცია”, არამედ არის “დამოუკიდებელი დეპუტატი”, როგორებიც დღეს პარლამენტში “ლეიბორისტები” და ბეჟან ხურციძე არიან.

მისი შეფასებით, თუ ლორთქიფანიძეს სურს, რომ ხვალინდელი დებატები შალვა ნათელაშვილმა გახსნას, შეუძლია პირდაპირ თქვას.

ამის შემდეგ კი ლორთქიფანიძემ მოითხოვა, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის გამოსვლების შემდეგ დაგეგმილ ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლისას, ფრაქციებს შორის ტრიბუნა პირველად “ერთობა სამართლიანობისთვის” დათმობოდა.

ბიურო ლორთქიფანიძეს აღარ შეეწინააღმდეგა და ამ განცხადებამ ბიუროს წევრები მხიარულ განწყობაზე დააყენა.

ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა იმის დაფიქსირება და დაკონკრეტება მოითხოვა, რომ ის კონკრეტულად ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” შემდეგ გამოვა, უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა კი განაცხადა, რომ ის “პოლიტიკურ ნებას” გამოიჩენს და ოპოზიციური ფრაქციების შემდეგ გამოვა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი გიორგი ახვლედიანის გამოხმაურება იმის “დასტურად” მიიჩნია, რომ “ქრისტიან-დემოკრატები” და “ერთობა სამართლიანობისთვის”, “შეკრულები” არიან.

“ბარემ გადაეხვიეთ ერთმანეთს, ხომ ვამბობდი, შეკრულები არიან მეთქი” – განაცხადა მაჭავარიანმა.

ხვალ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება, რომლის ფარგლებშიც დებატებია დაგეგმილი.

ინტერპრესნიუსი

 

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...