planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60100.jpg არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ახალ სტატიას, აქვეყნებს, რომელშიც ამჯერად რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს. `მოსკოვსკიე ნოვოსტიში` იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ნატოს და შეერთებული შტატების პოლიტიკის კრიტიკას უთმობს. პრემიერის თქმით, მათ მიერ უსაფრთხოების გაგება რუსეთისგან განსხვავდება. მისი განცხადებით, ამერიკელები სრული ხელშეუხებლობის იდეით არიან შეპყრობილები, ეს კი, როგორც ტექნოლოგიურად, ასევე გეოპოლიტიკურად შეუძლებელია. პუტინი წერს, რომ ანტისარაკეტო სისტემა რუსეთს და მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს. ეს თამაშები კი ნატომ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთის საზღვრებთან ახლოს წამოიწყეს. პუტინს თავისი ხედვა აქვს ირანის საკითხზეც და მიაჩნია, რომ მასთან სამხედრო დაპირისპირება კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს, რის თავიდან ასაცილებლადაც თეირანს უნდა მიეცეს ურანის მშვიდობიანი მიზნებით გამდიდრების უფლება, თუმცა საერთაშორისო დაკვირვების პირობებში. პრემიერი არაბულ გაზაფხულზეც წერს და ამბობს, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს სირიაში იგივე განმეორდეს, რაც ლიბიაში მოხდა, ამიტომ არ დაუჭერს მხარს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მსგავს დოკუმენტებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts