planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg რუსეთის ოპოზიციამ და ბლოგერებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ორი სტრატეგია შეიმუშავეს. პარტია ”იაბლოკო” ამომრჩევლებს უბნებზე მისვლას და ყველა კანდიდატის გადახაზვას სთავაზობს. ამ სტრატეგიას მხარს უჭერს მწერალი ბორის აკუნინიც, რომელიც ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად მონაწილეობს.მეორე ტაქტიკად ოპოზიციონერები მიხეილ პროხოროვისთვის ხმის მიცემას განიხილავენ, თუმცა ბორის აკუნინის აზრით, მილიარდერს გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი აქვს, ამიტომ მის სასარგებლოდ ხმის მიცემა უშედეგო იქნება. მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს რუსეთის ყველაზე ცნობილი პატიმარი, მიხეილ ხოდორკოვსკიც. გაზეთ "ნიუ-იორკ-ტაიმსში" დაბეჭდილ წერილში ის აცხადებს, რომ ვისაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ მოსწონს, ვლადიმერ პუტინის არჩევნებში გამარჯვებას საარჩევნო უბნებზე მისვლით უნდა შეუშალოს ხელი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts