planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60112.jpg კონტროლის პალატამ ქართული ოცნება, ქართუმშენებელი და მისი ერთ-ერთი თანამშრომელი 200-200 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმის ადმინისტრაციული განხილვის შემდეგ კონტროლის პალტაში მიიჩნევენ, რომ დასტურდება იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენება თანხის გადასარიცხად. საქმე ეხება ბიძინ ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ქართუმშენებლის თანამშრომლისთვის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პრემიის გადარიცხვას. ბეჟაშვილის უწყებაში საეჭვოდ მიიჩნიეს, რომ გადარიცხული 40 ათასიდან სამ დღეში 20 ათასი ლარი გადაერიცხა ქართულ ოცნებას.ქართუმშენებლის წარმომადგენლები დღეს კონტროლის პალატაში დილიდან მივიდნენ, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მათ 20 ათასის უკან დაბრუნებაზე უარი თქვეს. რაზეც კონტროლის პალატამ ადეკვატური ზომები მიიღო. დღესვე კონტროლის პალატამ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქველმოქმედო ფონდის არსებობის შესახებ გააკეთა განცხადება. ბეჟაშვილის უწყება აპირებს, რომ ამ ფონდის შესახებ პარტიიდან ინფორმაცია გამოითხოვოს და მისი ფინანსური საქმიანობა შეისწავლოს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts