planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60111.jpg საქართველოს პრეზიდენტი ყვარელს სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილმა ახლად გახსნილი კლინიკა დაათვალიერა. სადაზღვევო კომპანია `იმედი ელის` მიერ აშენებული საავადმყოფო 30 საწოლიანია. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით და უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. აქ მისულ პაციენტს ნებისმიერი სახის სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლია. მათ 120 კვალიფიციური სპეციალისტი ემსახურება. სადაზღვევო კომპანია ”იმედი ელმა” 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო.კლინიკის დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტმა ქუჩაში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ კახეთის რეგიონში დიდი პროექტები იწყება. პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად, რომელიც აქამდე გამოუყენებელი იყო, ასობით მილიონი ლარი გამოიყოფა, აშენდება ოთხი ახალი სასტუმრო. პრეზიდენტმა ღვინის წარმოების განვითარებასა და იმპორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოვა დრო, როდესაც ქართული ღვინო ადგილზე უკვე ნაკლები იქნება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts