Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ბრიფინგი საგარეო საქმეთა სამინისტროში


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/60104.jpg

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული ეკლესიისთვის დაბრუნების თემაზე.

`საკმაოდ უხეში და არაადეკვატური რიტორიკაა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ეს ლოგიკური გადმოსახედიდან შესაძლოა უკავშირდებოდეს მიმდინარე საარჩევნო პროცესს რუსეთში, იმას თუ რა სურათს შექმნიან არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ამომრჩევლების თვალში. ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჩვევია მტრის ხატის შექმნა,`- განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს, კალანდაძის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართულია, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ისრაელში საქართველოს საელჩო და საკონსულო სამსახურები.

`ისინი მოქმედებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. როგორც წინამორბედი, ასევე ახალი ელჩი ემორჩილება ჩვენს ინსტრუქციებს და დაკავებულია ამ საკითხით. მას დროდადრო განსაკუთრებული ინსტრუქციებიც მიეცემა. რთული სათქმელია, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ამ დროისთვის, რამდენადაც მოლაპარაკებების პროცესი ყოველთვის მოიცავს ორი მხარის მონაწილეობას,`- განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე ინფორმაციით, ორივე მხარეს უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება არა მხოლოდ საგარეო უწყების წარმომადგენლებით, არამედ დარგობრივი სპეციალისტებითა და მეცნიერებით.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...