Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სტუდენტები შაშკინისგან სწავლის საფასურის გაუქმებას მოითხოვენ [VIDEO]


Recommended Posts

რამდენიმე სტუნდენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წერილობით მიმართა, რომელშიც ისინი სწავლის საფასურის გაუქმებას მოითხოვენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, სტუდენტები შიმშილობას დაიწყებენ.

დიმიტრი შაშკინის სახელზე დაწერილ განცხადებაში ისინი ითხოვენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოყოს ბიუჯეტიდან თანხები და დაფაროს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა სწავლის საფასური, ხოლო წახალისების მიზნით, წარმატებულ სტუდენტებს დაენიშნოთ სტიპენდია.

"დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის თქმით, დღეისათვის დაახლოებით 10 000 სტუდნეტია, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუჩერდა.

კითხვაზე, რატომ აპროტესტებენ სტუდენტები სწავლის საფასურს ახლა, თუ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებამდე იცოდნენ ამ გადასახადის ოდენობის შესახებ, კობაიძე პასუხობს:

"იცოდნენ, მაგრამ ახლა მათი ოჯახები ვეღარ იხდიან ამ გადასახადს ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონის გამო."

ხვალ, 14:00 საათზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციის გამართვას კიდევ აპირებენ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ხვალინდელი აქცია ფართომასშტაბიანი იქნება.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...