Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რა საკითხებზე შედგება პრეზიდენტთან დებატები პარლამენტში


Recommended Posts

</p>

 

/get_img?ImageId=6533<p>საპარლამენტო უცირესობისა და ფრაქციების წარმომადგენლების განცხადებით, ხვალ, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისინი ყურადღებას ყველა იმ პრობლემურ საკითხზე გაამახვილებენ, რაც ქვეყანაშია. გამოყოფენ– ეკონომიკურ, საარჩევნო ცვლილებებსა და მართლმსაჯულების საკითხებს.  

 

საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მათი მხრიდან ძირითადი კრიტიკის საგანი იქნება ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გატარებული პოლიტიკა.

 

“ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი კრიტიკა იქნება ხელისუფლებისა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და აბსოლიტურად ყველა სფერო იქნება მოცული, სადაც კი დღეს საქართველოს მოქალაქეს უჭირს, რადგან ვთლი, რომ ხელისუფლება ამ სფეროს იგნორირებას უკეთებს.

 

რაც შეეხება ჩვენს შეკითხვებს, ჩვენი კითხვები ძირითადად დასმული იქნება ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მწვავედ დგას ქვეყანაში. ეს არის მდგომრეობა ეკონომიკური მიმართულებით, მდგომარეობა სამართლიანობის კუთხით, უამრავი ფენების უმძიმესი მდგომარეობა, როგორებიც არიან დევნილები, ვეტერანები,“ – განუცხადა “ნეტგაზეთს” ახვლედიანმა.  

 

ბოლო დროს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, პატიმართა, დევნილთა მდგომარეობა, მართლმსაჯულება, ეს ის საკითხებია, რომლებზეც პრეზიდენტთან პარლამენტში დებატებზე ყურადღებას ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე გაამახვილებს.

 

“ჩვენი მხრიდან იქნება თემატური ხასიათის დებატები, დაწყებული დევნილთა უფლებრივი მდგომარეობით, პატიმრებით, 26 მაისს დაუსჯელობის სინდრომით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლებით, რომლებიც დღესაც დაუსჯელნი არიან. აქ იქნება გალაშქრება დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგ. თუ ვინმესთვის პირველი გამოწვევა უმუშევრობა და სოციალური პრობლემატიკაა, ჩვენ ვეთანხმებით, რომ დიდი გამოწვევაა, მაგრამ მეორე დიდი გამოწვევაა, ვინც ამ უმუშევრობასა და სოციალურ უსამართლობას ქმნის, მისი დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარე, არ გაგრძელდეს ასეთი უკანონობა ქვეყანაში.    

ასევე, ჩვენ შევეხებით ბოლო დროს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონს,” – აღნიშნავს ლორთქიფანიძე.    

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას უმრავლესობა აქცენტს გააკეთებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე.    

 

“ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდება სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვის სფეროზე, უსაფრთხოების საკითხებსა და, ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების შესახებ. ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო გაღრმავება, სამუშაო ადგილების შექმნა, კონკრეტული გეგმები და შემოთავაზებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ, რამდენი, რა სფეროებში რა უნდა შევქმნათ და ამას მოჰყვება, როგორც წესი, რომელიც ასევე ტრადიციად იქცა, დებატები დეპუტატების მხრიდან. ველოდები, რომ ეს დებატებიც იქნება საინტერესო, შინაარსსა და საკითხებზე ორიენტირებული და ასევე ძალიან მწვავე და აქტიური,” – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 28 თებერვალს, 20:00 საათზე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ  ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

თუმცა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნული დრო დეპუტატებისთვის და საზოგადოებისთვის მოუხერხებლად და არაეფექტურად მიიჩნია.

 

“პრეზიდენტის ვიზიტი უნდა დაგეგმილიყო არა 8 საათზე, არამედ უფრო ადრე, იმიტომ, რომ დეპუტატებისთვის და საზოგადოებისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მოსმენა, რაც იგეგმება კიდეც პიარული თვალსაზრისით, არამედ რეალური დებატი და პრობლემატიკა, რომლის გარშემოც “ერთობა სამართლიანობისთვის” გააკეთებს ძალიან პრინციპულ განცხადებებს,” – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 138–ე მუხლი განსაზღვრავს, რომ პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევათ 45–45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – 15–15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10  წუთი,  პარლამენტის წევრს,  რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი.  ფრაქცია,  უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის  გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...