planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://saqinform.ge/images/stories/society/1qeTa-tofuria.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა,მიმდინარე წლის23 თებერვალს მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე სხვა მომღერლებთან ერთად ქართველმა შემსრულებელმა ქეთა თოფურიამაც იმღერა. როგორც თოფურიამ კონცერტის შემდეგ „რუსთავი 2“-თან საუბარში აღნიშნა, „ის რუსეთში ცხოვრობს და მას აცმევს და აჭმევს რუსეთი“.გარდა იმისა, რომ მომღერლის ამ ნაბიჯს და განცხადებას სახელისუფლო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თოფურიას სიმღერა შეუმჩნეველი არც საქართველოს პრეზიდენტს დარჩენია. აღნიშნულ ფაქტს ის 25 თებერვალს გორის სამხედრო აკადემიაში სტუმრობის დროს სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა.<span style="font-size: 10pt;" /> „ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ, ან ფიქრობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მისეული ხედვა შეიძლება მიიღოთ, გთხოვთ, ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ და აქეთ-იქით კუდს ნუ აქიცინებთ. შეგიძლიათ, ღიად წახვიდეთ და უმღეროთ პუტინს, როგორც ეს ერთმა ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა გააკეთა ამ ორი დღის წინ მის მხარდასაჭერად“, – განაცხადა სააკაშვილმა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts