Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ქართველი პრეზიდენტი ოპნენტებისგან რუსეთისადმი მათი დამოკიდებულების გამჟღავნებას მოითხოვს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg

ქართველმა პრეზიდენტმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოსთხოვა, გაამხილონ მათი შეხედულებები რუსეთთან ურთიერთობაზე და ამავე დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ერთგულია საქართველოს კავშირების განმტკიცებასა ნატოსთან და ევროპის კავშირთან.

სააკაშვილის კომენტარი, რომელიც მან 25 თებერვალს სამხრეთ ოსეთის საზღვართან, სამხედრო ბაზაზე წარმოთქმულ სიტყვაში გააკეთა, ზოგიერთის აზრით, ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მისამართით იყო წარმოთქმული.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და კარგი ურთიერთობები სურს როგორც რუსეთთან და ასევე დასავლეთთან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კანონიერად აქვთ უფლება ისურვონ კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ მათ ეს ფაქტი სხვებს არ უნდა დაუმალონ.

”შენ შეგიძლია გქონდეს ურთიერთობა რუსეთის ლიდერებთან და მთავრობის წევრებთან და შეგიძლია იფიქრო, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმის უფლება, რომ რუსეთისადმი ასეთი დამოკიდებულება ხალხს დაუმალო, არ გაქვს” განაცხადა მან.

”არა გაქვს იმის უფლება, რომ ორ სკამზე ერთდროულად იჯდე. დისკუსია ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ამ გეგმების განხორციელებაზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ცხადად და გამჭვირვალეთ განვუმარტოთ ეს ჩვენს ხალხს”.

სააკაშვილმა ასევე ილაპარაკა მოსკოვთან ალიანსის ფასზე და განაცხადა, რომ ”რუსეთის ამჟამინდელ ლიდერებს არ სჭირდებათ მეზობლები, მათ მორჩილი ვასალები სჭირდებათ”.

რუსეთში 4 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და სააკაშვილმა იმათაც შეუტია, ვინც შესაძლოა მხარს უჭერს წამყვან კანდიდატს, პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს.

სააკაშვილის განცხადებით, პუტინის მხარდაჭერა ”საქართველოში კანონიერი და დაშვებულიც რომ იყოს, არც კარგია და არც ეთიკურია”.

პუტინი პრაქტიკულად დარწმუნებულია გამარჯვებაში. ამ არჩევნებით პუტინი კიდევ ექვსი წლით დაბრუნდება რუსეთის უმაღლეს თანამდებობაზე. ის 2000-2008 წ.წ. უკვე იყო რუსეთის პრეზიდენტი.

ქართულ-რუსული ურთიერთობები 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ ძალიან გაფუჭდა. 2008 წლის ომი იმით დასრულდა, რომ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა თავი საქართველოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადეს.

რუსეთმა მყისიერად აღიარა ეს ორი სეპარატისტული რესპუბლიკა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ორ რეგიონს დღესაც თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.

სააკაშვილის პერსონალური ურთიერთობები რუსეთის ლიდერებთან ასევე ძალიან დაძაბულია. 2008 წლის კონფლიქტის ბოლოს, მაშინ, როდესაც რუსული ჯარი ღრმად შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე, პრეზიდენტი პუტინი იმუქრებოდა, რომ სააკაშვილს ”ჩამოკიდებს”.

ამ თვის დასაწყისში, პუტინის მემკვიდრემ, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მაღალი შეფასება მისცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსული სამხედრო ბაზების სიმძლავრეებს და განაცხადა, რომ ბაზები ”საკმარისად ძლიერია და ეფექტურად დაიცავს” ორ რეგიონს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იტყობინებოდა, რომ მედვედევმა განაცახადა ”ეს არანორმალურ სააკაშვილსაც კი ესმის.”

თავის მიმართვაში ქართველი სამხედროებისადმი 25 თებერვალს სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ ”ნატო და ევროპის კავშირი ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთადერთი გზა არის.”

საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო კავშირების დასამყარებლად ავღანეთსა და ერაყში, საერთაშორისო კოალიციაში ჯარი გააგზავნა.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...