planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/es-shen-gexeba4-300x199.jpgკამპანიის – „ეს შენ გეხება“ – ორგანიზატორი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საკანონმდებლო წინადადების სახით 10 დღის წინ საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს, კვირის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ.2 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ კამპანიის ორგანიზატორები დაინტერესებული პირებისთვის გამართავენ მრგვალ მაგიდას, სადაც ისინი ისაუბრებენ როგორც არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე, ისე მათ მიერ მომზადებულ წინადადებათა პაკეტზე, რომელიც, მათი აზრით, უზრუნველყოფს კანონის დემოკრატიულობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2 მარტსვე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვლენ გარკვეული ინიციატივით, რომელიც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის ავტორები, ასევე, მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან არსებობს გარკვეული მზაობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკანონმდებლო წინადადებების გადახედვისა და შესაძლო დიალოგის წარმართვაზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts