Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - წარსდგება თუ არა 28 თებერვალს პრეზიდენტი პარლამენტში ბიუროზე დაზუსტდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/biuro-300x199.jpgწარსდგება თუ არა 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდება. დეპუტატები პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ბოლო დეტალებზე იმსჯელებენ.

პოლიტიკოსები გამომსვლელების თანმიმდევრობასა და რეგლამენტს განიხილავენ.

მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ მოხსენებაში გასული წლის შედეგებს შეაჯამებს და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრებს. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, დასაქმება, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები – ეს არის იმ ძირითადი თემების ჩამონათვალი, რომლებზეც ქვეყნის პირველი პირი გაამახვილებს ყურადღებას.

ცნობილი ხდება რომ შესაძლოა სააკაშვილი პარლამენტში 28 თებერვალს მივიდეს.

პრეზიდენტის ანგარიში ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომლის შემდეგაც დებატები იმართება და ყველა პარლამენტარს აქვს საშუალება, მისთვის საინტერესო კითხვით მიმართოს ქვეყნის პირველ პირს.

პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებს არე­გუ­ლი­რებს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 138-ე მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში გა­მოს­ვ­ლე­ბი­სათ­ვის უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას, თი­თო­ე­ულს, 45 წუ­თი ეძ­ლე­ვა, ფრაქ­ცი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს (სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს) – თი­თო­ე­ულს 15 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლეს – 10 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის წევრს, რო­მე­ლიც არც ერთ ფრაქ­ცი­ა­ში არ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი – 5 წუ­თი.

ფრაქ­ცია, უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა მათ­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო­ის ფარ­გ­ლებ­ში თა­ვად გან­საზღ­ვ­რა­ვენ გა­მომ­ს­ვ­ლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მათ­ზე დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბას.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...