planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 (edited) http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/agmochen-300x225.jpgკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში გასულ წელს აღმოჩენილ ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებს უახლოეს მომავალში გეგმავენ. მეცნიერები საბათლოში მიწის დამუშავების დროს აღმოჩენილი სვეტის ძირის წარმომავლობას სავარაუდოდ, მარტის თვეში შეისწავლიან. ამის შესახებ „ქიზიყს“ არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ აცნობა. სვეტის ძირი სოფელ საბათლოში ერთ-ერთმა ადგილობრივმა იაშა აღაჯაიანმა საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას 2011 წლის 10 აპრილს აღმოაჩინა. ექსპერტების თქმით, შესაძლოა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაქალაქარი გაითხაროს.„ჩვენი მიზანია დავადგინოთ ძეგლის რაობა და დავიცვათ შემდგომი განადგურებისგან. უნდა განვსაზღვროთ, რამდენად პერსპექტიულია და რისი გაკეთება შეიძლება მის შესასწავლად. ის, რომ მნიშვნელოვან აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, უკვე თავისთავად ცხადია“, – აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა იულონ გაგოშიძემ.სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საბათლოში აღმოჩენილი უცნობი წარმომავლობის სვეტის ძირი, ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში აგებული შენობის ნაწილი უნდა იყოს. სვეტის ძირი ამჟამად ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ინახება. ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა საბათლოში რომაელი ლეგიონერების დროებითი სადგომი. იხილეთ epn.ge Edited February 27, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts