Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პრეზიდენტთან საპარლამენტო უმცირესობა სოციალურ საკითხებზე ისაუბრებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/parlamenti1-300x225.jpg

ოპოზიცია, პრეზიდენტის პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას მწვავე თემების წამოწევას აპირებს. როგორც პარლამენტის ვიცე–სპიკერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, იგი მწვავედ დასვამს დევნილების საკითხს და მათ უფლებადარღვევას. დავითაია ასევე აპირებს ისაუბროს, საგარეო გამოწვევებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე.

პარლამენტის უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობაზე ისაუბრებს.

„ძირითადად ვისაუბრებთ უმუშევრობის და ეკონომიკის პრობლემებზე. გვაინტერესებს, რამდენად სწორად და ზუსტად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტში მოქალაქეების მიერ შეტანილი სახსრები.“–განაცხადა თარგამაძემ.

წარსდგება თუ არა 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდება. დეპუტატები პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ბოლო დეტალებზე იმსჯელებენ.

პოლიტიკოსები გამომსვლელების თანმიმდევრობასა და რეგლამენტს განიხილავენ.

მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ მოხსენებაში გასული წლის შედეგებს შეაჯამებს და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრებს. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, დასაქმება, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები – ეს არის იმ ძირითადი თემების ჩამონათვალი, რომლებზეც ქვეყნის პირველი პირი გაამახვილებს ყურადღებას.

ცნობილი ხდება რომ შესაძლოა სააკაშვილი პარლამენტში 28 თებერვალს მივიდეს.

პრეზიდენტის ანგარიში ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომლის შემდეგაც დებატები იმართება და ყველა პარლამენტარს აქვს საშუალება, მისთვის საინტერესო კითხვით მიმართოს ქვეყნის პირველ პირს.

პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებს არე­გუ­ლი­რებს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 138-ე მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში გა­მოს­ვ­ლე­ბი­სათ­ვის უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას, თი­თო­ე­ულს, 45 წუ­თი ეძ­ლე­ვა, ფრაქ­ცი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს (სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს) – თი­თო­ე­ულს 15 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლეს – 10 წუ­თი, პარ­ლა­მენ­ტის წევრს, რო­მე­ლიც არც ერთ ფრაქ­ცი­ა­ში არ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი – 5 წუ­თი.

ფრაქ­ცია, უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა მათ­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო­ის ფარ­გ­ლებ­ში თა­ვად გან­საზღ­ვ­რა­ვენ გა­მომ­ს­ვ­ლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მათ­ზე დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბას.

 

 

 

იხილეთ epn.ge

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...