planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili-chaafurtxet11-300x23512.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიმდინარე კვირაში წარსდგება.ცნობილი ხდება რომ შესაძლოა სააკაშვილი პარლამენტში 28 თებერვალს მივიდეს.პრეზიდენტის ანგარიში ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომლის შემდეგაც დებატები იმართება და ყველა პარლამენტარს აქვს საშუალება, მისთვის საინტერესო კითხვით მიმართოს ქვეყნის პირველ პირს.პოლიტიკურ დებატებს არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 138-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას, თითოეულს, 45 წუთი ეძლევა, ფრაქციისა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული – 5 წუთი.ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში თავად განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილებას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts