planetanews Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/siria-150x150.jpgტუნისში ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებით დაასრულა მუშაობა სირიის მეგობარ სახელმწიფოთა საერთაშორისო კონფერენციამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა. დეკლარაციაში ბეშარ ესადის ხელისუფლებას სისხლისღვრის შეჩერება და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ნებართვა მოსთხოვეს, მაგრამ, სამაგიეროდ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული გაეროს სამშვიდობო ძალების სირიაში შეყვანის საკითხში.ამავე კონფერენციაზე სირიის ოპოზიციის უმაღლესი ორგანო, სირიის ეროვნული საბჭო ქვეყნის ლეგიტიმურ სუბიექტად იქნა აღიარებული. თუ ესადი ამ კონფერენციაზე მიღებულ რეზოლუციას არ მიიღებს, მაშინ, მის მიმართ ახალ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ სანქციებს შემოიღებენ.აქვე მიღებული დადგენილებით სირიის მეგობარ სახელმწიფოთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია სტამბოლში ჩატარდება, მესამე კი საფრანგეთში argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts