planetanews Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2011/12/sakalako_sasamartlo-150x150.jpgდღეს კიკვიძის ბაღთან დაკავებული ყველა პირის თბილისის საქალაქო სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. სასამართლომ მათ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დასდო.როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასამართლომ “ქართულო ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად ჯარიმის გადახდა პარტია “სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის” საერთაშორისო მდივანის თეიმურაზ მურვანიძესაც დააკისრა.დაკავებულები მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაანთავისუფლეს.სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მათი ახლობლები არიან შეკრებილები.დღეს სასამართლოში “ქართული ოცნების” ეკოლოგიური ქვეჯგუფის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო დარბაზიდან დაჯარიმების შემდეგ გაანთავისუფლეს.სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ჩხარტიშვილი 400 ლარით დააჯარიმა.დღეს პოლიციამ კიკვიძის ბაღში აქციისას “ქართული ოცნების” ახალგაზრდული მოძრაობის ოთხი წევრი დააკავეს. დაკავებულები არიან მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი.“ქართული ოცნების”, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვასა და პოლიციის მშენებლობას აპროტესტებდნენ. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts