planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 (edited) http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/central-150x150.jpgმთავრობა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჰყიდის . ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონზე გატანილი იქნება შპს “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი. ობიექტს 33 687 ლარის დებიტორული და 871 140 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. “თელასის” მიმართ არსებული 434 851 ლარის დავალიანების დაფარვა 2012 წლის 1-ელი იანვრიდან შემდგომი 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.კლინიკა ლუბლიანას ქ.N5-ში მდებარეობს და მისი საწყისი გასაყიდი ფასი 950 000 ლარია.აუქციონის პირობების მიხედვით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ახალი მფლობელი ვალდებულია კლინიკას სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს; უზრუნველყოს ასევე სამედიცინო პერსონალის სულ მცირე, ერთი თვის ვადით დასაქმება, დასაქმების მომენტისთვის მათი პოზიციებისა და ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით.ელექტრონული აუქციონი ვებ-გვერდზე – www.eauction.ge, დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. argumenti.ge Edited February 27, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts