Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge სერბეთმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად თავი დაიმცირა


Recommended Posts

სერბეთმა კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლით ევროკავშირში გაწევრიანების შანსები აიმაღლა. ბელგრადმა და პრიშტინამ ორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი – რეგიონალური თანამშრომლობისა და საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ, რომლებიც, ფაქტიურად, სერბების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.

სერბეთის ხელისუფლება დათანხმდა, რომ კოსოვოს დელეგაციებმა საერთაშორისო ფორუმებში მიიღონ მონაწილეობა. მანამდე პრიშტინას ინტერესებს კოსოვოში გაერო-ს მისია იცავდა. ახლა კი ბელგრადი “კოსოვოს” დასახელების გამოყენებაზე დათანხმდა, თუმცა მის გვერდით ვარსკლავს დაბეჭდავენ, რომელიც ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის გაურკვეველ სტატუსს აღნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადში აცხადებენ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, თავად კოსოვოსა და აშშ-ში ამ ნაბიჯებს რესპუბლიკის დე ფაქტო აღიარებად მოიაზრებენ.

თავად სერბეთში ამ შეთანხმებებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვიეს. ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ სერბეთი დამცირებულია, ხოლო რადიკალუირი პარტიის ლიდერმა დრაგან ტოდოროვიჩმა შეთანხმებებს სახელმწიფო ღალატი უწოდა.

შეთანხმებებს ხელი ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების შესახებ განცხადების შეტანამდე მოეწერა. ბრიუსელში არ მალავენ, რომ კოსოვოსთან შეთანხმებების მიღწევამ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებზე დადებითად იმოქმედს.

 

argumenti.ge

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...