Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გელა მთივლიშვილს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია


Recommended Posts

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 26 თებერვალს რომან ქევხიშვილის განცხადება არ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, რომ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (Ick.ge) ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა ქარტიის მეათე პრინციპი არ დაარღვია. საქმე ეხება 28 იანვარს Ick.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას „დედოფლისწყაროს გამგებელი თაფლობის თვის გასატარებლად დუბაიში იმყოფება“. რომან ქევხიშვილის მოსაზრებით, ამ სტატიაში დარღვეული იყო ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი, სადაც ნათქვამია „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

რომან ქევხიშვილი მიიჩნევდა, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობა მაშინ იქნებოდა განსაკუთრებული ინტერესის საგანი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა.

 

ქარტიის საბჭოს სხდომას არ დასწრებია არც განცხადების ავტორი და არც მოპასუხე მხარე. გელა მთივლიშვილმა საბჭოს წევრებს გამოუგზავნა შეპასუხების წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მასალის გამოქვეყნების მომენტში, 28 იანვარს, მას აღარ ეკავა რედაქტორის პოსტი „კახეთის საინფორმაციო ცენტრში“. მთივლიშვილის თქმით, ის რჩება მხოლოდ შპს „ცენტრი – იმედის“ დირექტორად, რომლის პროექტიცაა Ick.ge. მისივე განმარტებით, ის აღარ ერევა საინფორმაციო სამსახურის მუშაობაში. წერილს თან ახლავს გელა მთივლიშვილის მიერ 9 იანვარს გაცემული ბრძანება, Ick.ge-ს რედაქტორის თანამდებობაზე მანანა აშკარელიშვილის დანიშვნის შესახებ.

 

ამ ცვლილების შესახებ გელა მთივლიშვილს ქარტიის საბჭოსთვის არ უცნობებია იმ დროს, როდესაც რომან ქევხიშვილის განცხადება დასაშვებობის ეტაპს გადიოდა. რადგან ქარტიის სამი წევრის მიერ აღნიშნული განცხადება განსახილველად უკვე დაშვებული იყო, მსჯელობა გააგრძელეს და გადაწყვეტილებაც გამოიტანეს.

 

საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობის მიმართ საზოგადოებრივ ინტერესი არსებობს, ვინაიდან ის განკარგავს საჯარო ფინანსებს და მისი მეუღლეც ამავე გამგეობაში მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელია.

წყარო: media.ge

 

argumenti.ge

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...