Jump to content
Planeta.Ge

ერორი- 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/60094.jpg

 

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 91 წელი გავიდა.

მთელ საქართველოში, ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშები ნახევრად დაშვებულია.

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება იმ ქართველი მეომრებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისათვის ოკუპანტ წითელარმიელებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

91 წლის წინ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში წითელი არმია პირველად ბაქოდან შემოიჭრა. დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად, ბოლშევიკური მთავრობის ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიაზე მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები გადმოისროლეს. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.

სწორედ 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დროს თბილისთან შეტაკებაში 30 ქართველი იუნკერი მოკლეს. მათთან ერთად, დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი - მარო მაყაშვილი.

საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა, რის შემდეგაც გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, თუმცა იურუდიული ფორმა რეალურად არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.

2010 წლიდან კი 25 თებერვალს საქართველოში ოკუპაციის დღედ აღნიშნავენ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...