Jump to content
Planeta.Ge

ერორი- სააკაშვილი `ლაზიკას` პრეზენტაციას დაესწრო


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/60095.jpg

 

საქართველოს პრეზიდენტი ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ახალი ქართული ჯავშანტრანსპორტიორის "ლაზიკას" პრეზენტაციას დაესწრო. ვაზიანის სამხედრო ბაზაზევე შედგა ახალი ჯავშანტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირება.

მიხეილ სააკაშვილმა პირადად მიიღო მონაწილეობა ახალი ჯავშანტექნიკის მონაცემების გამოცდაში.

ეს უკვე მეორე საბრძოლო მანქანაა, რომელსაც ქართველები აწარმოებენ. პირველი ”დიდგორის” პრეზენტაცია გასულ წელს დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე გაიმართა.

”ლაზიკა” კი მუხლუხებიანი საბრძოლო მანქანაა. ის თავისი კლასითა და ტექნიკური მახასიათებლებით რამდენჯერმე აღემატება რუსულ ანალოგებს, თავიდან ბოლომდე შეესაბამება ნატოს კლასიფიკაციას, მისი უნიკალურობა განპირობებულია ჯავშანით, რომელიც 14, 5-მილიმეტრიანი კალიბრის ჯავშანგამტარ ტყვიებსაც კი უძლებს. ქართული ჯავშანმანქანა "ლაზიკა" აღჭურვილია შეიარაღების დისტანციური მართვის მოდულითა და ცეცხლის მართვის სისტემით, მასზე დამონტაჟებულია 23 მმ-იანი კალიბრის ქვემეხი და 7,62 მმ-იანი კალიბრის ტყვიამფრქვევი.

სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერები უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...