planetanews Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60096.jpg საქართველოს პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა აკადემიის მსმენელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. "ქვეყნის ტერიტორიების 20% მტრის არმიის მიერ არის ოკუპირებული და ბირთვული ძალა საქართველოს განადგურებით ბევრჯერ დაემუქრა;"ამის მიუხედავად, ქართველი ერი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ჩვენი შვილების, მათი შვილების და შვილიშვილების უსაფრთხო მომავლის გარანტიასთან. ამის მე ყველაზე ძლიერად მწამს. ეს გარანტია ის ერთა ძლიერი ოჯახია, რომელიც მზადაა, საქართველოს მიესალმოს, მის სახელმწიოფებრიობას, თავისუფლებას და არსებობას დაუჭიროს მხარი. ამ ოჯახს დღეს ნატო და ევროკავშირი ჰქვია;სააკაშვილმა აშშ-ისა და ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადრება. მისი თქმით, საქართველოსთვის სხვა ოჯახი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. მან აღნიშნა, რომ საქართველო ამ ოჯახის წევრი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასე ახლოს გაწევრიანებასთან."ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან ერთდროულად", - აღნიშნა მან. "უსაფრთხო არა გალიაში, ზოოპარკში – გისოსებს შიგნით, როგორც მარიონეტები, რომლებიც ცეკვავენ და მღერიან, რათა თავისი ბატონები გაართონ. ჩვენ ასეთი უსაფრთხოება არ გვინდა. ჩვენ უნდა ვიყოთ უსაფრთხო არა ბატონების, არამედ მეგობრების გარემოცვაში. წარმოუდგენელია უსაფრთხოდ იყოს უუფლებო და დაუცველი ყმა ან მონა, რომელიც თავისი ბატონის კაპრიზებზეა დამოკიდებული. თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც აღმშენებლობა და არც განათლება", - განაცხადა პრეზიდენტმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts