planetanews Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60098.jpg მხუთავი არით მოწამვლის მორიგი შემთხვევა მოხდა თბილისში. ვარკეთილში ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალბატონმა. ინციდენტი ვარკეთილის მე-2 მიკრო-რაიონის მე-15 კორპუსში მოხდა. გამოძახებულმა მაშველებმა ერთ-ერთი ბინის კარი შეამტვრიეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი დახვდათ. საჭირო გახდა ერთ-ერთი მათგანის კლინიკაში გადაყვანა. ექიმები მის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად წყლის გამათბობელი სახელდება. მსგავი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად თბილისის მერია ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებს გამოიყენონ პროგრამა "უსაფრთხო ზამთარი" და უფასოდ შეამოწმონ გამათბობლები. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts