planetanews Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60099.jpg მოლაპარაკება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მისი ისტორიული დამაარსებლებისთვის გადაცემაზე ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაიწყო. ჯვრის მონასტრის საქართველოს ეკლესიისთვის დასაბრუნებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ჯვრის მონასტერი ერთ-ერთი პირველი იქნება იმ სავანეებიდან, რომელიც ქართველებს წმინდა მიწაზე ეკუთვნოდათ. ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო საგანძურის დასაბრუნებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს დიპლომატიურ უწყება ისრაელში.მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზე ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის დროს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით 2006 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, პრეზიდენტმა მაშინ ჯვრის მონასტრის სიახლოვეს, შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩაზე შოთა რუსთაველის ქვაში ნაკვეთი ბარელიეფი საზეიმო ვითარებაში გახსნა. განცხადება სამუშაო ჯგუფის შექმნაზე კი გუშინ მან თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას გააკეთა. ჯვრის მონასტერი ქართველმა მოღვაწემ გიორგი-პროხორე შავთელმა XI საუკუნის პირველ ნახევარში დააარსა. გადმოცემით, მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც ქრისტე აწამეს. მალევე იერუსალიმის აღებისას, თურქ-სელჩუკებმა მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს. შემდეგ ტაძარი მეფე დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით აღდგა, მოიხატა და ქართველებს დაუბრუნდა. თუმცა საუკუნეების განმავლობაში ჯვრის მონასტერი ქართულმა სახელმწიფომ რამდენჯერმე დაკარგა. ბოლოს, XVII საუკუნის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად, ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts