Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - "გახდი მეხუთე ელემენტი"


Recommended Posts

გუდიაშვილის სკვერში დღეს, 26 თებერვალს საღამოს თბილისში ფასადების შეცვლის წინააღმდეგ მორიგი აქცია მოეწყობა.

 

აქციები, რომელიც, დაახლოებით ორი თვის განმალობაში ყოველ კვირა დღეს ეწყობა, "ფასადიზაციის, სიღნაღიზაციისა და უგულობის" წინააღმდეგ არის მიმართული.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, დღევანდელი აქციის დროს, გუდიაშვილის სკვერში ოთხი საათის განმავლობაში მოეწყობა პორტალი პარალელურ სამყაროებში.

"4 ელემენტი უკვე ადგილზეა. გახდი მეხუთე ელემენტი. არ ჩაიცხრო ფასადურობის პრობლემა. ინვესტორი კბილებს ილესავს. პირველი მარტიდან იგი, როგორც გველეშაპი მზეს, შთანთქავს გუდიაშვილს მოედანს. არ დაიბნელო მზე!

 

აქ მდგარი სახლების უმეტესობა დაინგრევა და მათ ნაცვლად მიმსგავსებული ფასადის მქონე კონსტრუქციები ჩადგება, პლასტმასის ფანჯრებით, თაბაშირ-მუყაოს კედლებითა და მიწისქვეშა პარკინგით.

 

გაფუჭებული ტელეფონის აცილების მიზნით, მოვთხოვოთ ინვესტორს, მერიას და თბილისის განვითარების ფონდს სამ ჩვენიანთან ქონდეს თვეში ერთხელ კონსულტაცია. სამი სამზე! აქ გამოჩნდება ვინაა კეთილი, ცუდი, ბოროტი! "-ნათქვამია აქციის დღევანდელ ანონსში.

 

დღეს გუდიაშვილის მოედანზე აქციის მონაწილეები წიგნებსაც მოიტანენ.

 

"ამრავლე ცოდნა - გახდი წიგნიერი. მოჩხრიკე შენი თარო. მოიტანე წიგნები გასაყიდად, გასაცვლელად ან გასაჩუქებლად. გაუზიარე და გაიზიარე ცოდნა. იზრუნე გლდანის კრიზისული ცენტრის ბავშვებზე. მოიტანე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. შემოსე ნორჩი, იყავი კეთილი. ამ დღეს გლინტვეინი კვლავ ითუხთუხებს შენთვის. გაგა ნახუცრიშვილი და პაატა შამუგია კი ცხელ-ცხელ ფენოვან ლექსებს წაგიკითხავენ."

გუდიაშვილის მოედანზე აქციების დაგეგმვა ფეისბუქზე შექნილ გვერდზე დაიწყო. აქციას წინ უძღვოდა 19 დეკემბრს ინტერნეტში განთავსებული გუდიაშვილის მოედნის განვითარების პროექტი, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ ავსტრიულმა კომპანია Zechner & Zechner-მა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა თბილისში მულტიფუნქციური პროექტის განვითარებისთვის.

სოციალურ ქსელში აღნიშნული პროექტზე კომენტარების შემდეგ, 20 დეკემებრს, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, აღნიშნული კონკურსის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტში არაფერი იცოდნენ და რომ მათ გუდიაშვილის მოედნის განვითარების სულ სხვა გეგმა აქვთ.

 

"თუმცა, ფაქტია, 1 მარტიდან მოედანი კერძო მეპატრონეს გადაეცემა და კონტრაქტი, სადაც მითითებულია, რომ ინვესტორს აქვს უფლება შეცვალოს წითელი ხაზები, ქუჩათა ქსელი და შეუძლია მიწიქვეშა ავტოფარეხი ააშენოს, რომ ფასადები თავიდან აშემდება აგურით, შიდა კედლები კი ბლოკით. რომ ეზოები შეიცვლება. ნათელია, რომ თავიდან აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ძეგლს უკვე აღარ წარმოადგენს.

 

ლიტერატურის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე ინვესტორმა განაცხადა, რომ Zechner & Zechner-ის პროექტი არც კი განიხილება, თუმცა რა პროექტი განიხილება, ეს არ უთქვამს. ისიც თქვა, რომ შენობების ფასადებს შეინარჩუნებს. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ შენარჩუნებული ფასადები არ არის შენარჩუნებული ავთენტურობა. ფასადი არაფერია შინაარსის, შენობის, ეზოების, ჩიხების გარეშე.

 

ჩვენ ვეწინაარმდეგებით იმიტიციებს და მოვითხოვთ გუდიაშვილის მოედნის შენობების სასწრაფო გამაგრებასა და რეკონსტრუქციას."-აცხადებენ ფეისბუქის გვერდზე აქციის ორგანიზატორები.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუმცა, ფაქტია, 1 მარტიდან მოედანი კერძო მეპატრონეს გადაეცემა და კონტრაქტი, სადაც მითითებულია, რომ ინვესტორს აქვს უფლება შეცვალოს წითელი ხაზები, ქუჩათა ქსელი და შეუძლია მიწიქვეშა ავტოფარეხი ააშენოს, რომ ფასადები თავიდან აშემდება აგურით, შიდა კედლები კი ბლოკით. რომ ეზოები შეიცვლება. ნათელია, რომ თავიდან აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ძეგლს უკვე აღარ წარმოადგენს.
თუმცა, ფაქტია, 1 მარტიდან მოედანი კერძო მეპატრონეს გადაეცემა და კონტრაქტი, სადაც მითითებულია, რომ ინვესტორს აქვს უფლება შეცვალოს წითელი ხაზები, ქუჩათა ქსელი და შეუძლია მიწიქვეშა ავტოფარეხი ააშენოს, რომ ფასადები თავიდან აშემდება აგურით, შიდა კედლები კი ბლოკით. რომ ეზოები შეიცვლება. ნათელია, რომ თავიდან აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ძეგლს უკვე აღარ წარმოადგენს.

 

მაინც თავისი გაიტანეს, არ გაჭრა პროტესტმა ..:(

სამწუხაროა ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც თავისი გაიტანეს, არ გაჭრა პროტესტმა .. :(

სამწუხაროა ..

ამათ ეს პრინციპულობა გგონიათ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ხო და რა არის ეგხლა ეგ პრინციპულობა, კულტურული ძეგლი აღარ

იქნება, თვითონ ვერ ხვდებიან ნეტა ამას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...