planetanews Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/300_SandraRulofs-300x223.jpgსაქართველოს პირველი ლედი იმერეთის რეგიონს ესტუმრა. სანდრა ელისაბედ რულოვსმა სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის ფარგლებში, მე-4, მე-10 და მეთერთმეტეკლასელებთან შეხვედრა გამართა.მოსწავლეებს პირველი ლედი ჰიგიენის, ჯანსაღი კვების შესახებ, ასევე თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნებლობაზე ესაუბრა.პრეზენტაციაში ჯანსაღი ცხოვრების წესის თოჯინა-პერსონაჟები ნიკა და ნუცაც მონაწილეობდნენ. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ბავშვებისთვის ვიქტორინაც გაიმართა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. პირველი ლედი სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლასაც ესტუმრა და მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts