Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: ვისაც საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბრობს ან არაინფორმირებულია, ან პათოლოგიური მატყუარა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili22-300x1992.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ვინც საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბრობს ან არაინფორმირებულია, ან პათოლოგიური მატყუარა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გორში სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკა და რუსეთის ერთი და იგივე არ არის.

“როდესმე რამე დაგვაძალა ამერიკამ ან ევროკავშირმა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ? გვაიძულა რამე? – არაფერი. შესაძლოა, ეს ქვეყნები ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან, მაგრამ გვიყურებენ როგორც პარტნიორებს და არა როგორც ვასალს. ერთადერთი რისიც უნდა გვეშინოდეს, მათი ინდიფერენტულობაა. ამიტომ არის, რომ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ჩვენს პრობლემებზე. მადლობა ჩვენს მეგობრებს, მაგრამ მადლობა უპირველესად თქვენ – ქართველი ერის საამაყო შვილებს, რადგან ახლა ამაყად ვდგავართ, როგორც თავისუფალი ადამიანები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა უსაფრთხოებასთან

“ამის მიუხედავად, ქართველი ერი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ჩვენი შვილების, მათი შვილების და შვილიშვილების უსაფრთხო მომავლის გარანტიასთან. ამის მე ყველაზე ძლიერად მწამს. ეს გარანტია ის ერთა ძლიერი ოჯახია, რომელიც მზადაა, საქართველოს მიესალმოს, მის სახელმწიოფებრიობას, თავისუფლებას და არსებობას დაუჭიროს მხარი. ამ ოჯახს დღეს ნატო და ევროკავშირი ჰქვია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...