Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეს კიკვიძის ბაღთან დაკავებული ყველა პირის სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo-sasamartlo11.jpgდღეს კიკვიძის ბაღთან  დაკავებული ყველა პირის თბილისის  საქალაქო სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.  სასამართლომ მათ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დასდო.

როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასამართლომ “ქართულო ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად ჯარიმის გადახდა პარტია “სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის” საერთაშორისო მდივანის თეიმურაზ მურვანიძესაც დააკისრა.

დაკავებულები  მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაანთავისუფლეს.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მათი ახლობლები არიან შეკრებილები.

დღეს პოლიციამ კიკვიძის ბაღში აქციისას  “ქართული ოცნების” ახალგაზრდული მოძრაობის ოთხი წევრი დააკავეს. დაკავებულები არიან მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი.

“ქართული ოცნების”, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვასა და პოლიციის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...