Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ლევან ურუშაძე: პოლიტიკურად ნეიტრალური საქართველო რუსეთის ლუკმაა


Recommended Posts

</p>

 

/get_img?ImageId=6509

 

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი XI წითელმა არმიამ დაიკავა. სერგო ორჯონიკიძემ კრემლს აცნობა, რომ თბილისზე საბჭოთა ხელისუფლების დროშა აფრიალდა. რამ გამოიწვია საქართველოს პირველი დემოკრატიულ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვა, რამდენად იყო დიდი ინტერესი ევროპაში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი, რა შეიცვალა ამ პერიოდში რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობებში და რა როლს ასრულებს ოკუპაციის მუზეუმი ქართულ საზოგადოებაში. ამ საკითხებზე “ნეტგაზეთს” ისტორიკოსი, ოკუპაციის მუზეუმის კურატორი ლევან ურუშაძე ესაუბრა.

 

ბატონო ლევან, ისტორიას რომ გადავხედოთ, თქვენი შეფასებით, რამ გამოიწვია ის, რომ 1918 წელს შექმნილმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი არსებობის მესამე  წელს არსებობა შეწყვიტა?

 

ჩვენი უბედურება, იმდროინდელი საქართველოს გახლდათ ის, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება მენშევიკების მხრიდან იყო აბსოლიტურად იძულებითი ნაბიჯი. ზუსტად იმ დღეს, სანამ ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობა გაიმართებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა უკანასკნელი სხდომა ე.წ ოზეკომის და გარდა ამისა, მენშევიკური პარტიის (სოციალ–დემოკრატების)  შიდა პარტიული სხდომა. ორივე ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ცრემლთა ღვრას მენშევიკების მხრიდან იმის გამო, რომ საქართველო უნდა მოწყდეს დედა რუსეთს. აქ ამ პოზიციით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ამ პარტიის ლიდერები, დაწყებული ნოე ჟორდანიით და დამთავრებული ნოე რამიშვილით.  

 

ეროვნულ ნიჰილისტური მიდგომა საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი იყო შავბნელი ნიშანი საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით.     

 

გარდა ამისა რეალური სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გამოცდილება მათ არ გააჩნდათ, ისინი ვერ იტანდნენ ძალიან ხშირ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს, რაც პოლიტიკური საქმიანობისთვის დამღუპველია. პოლიტიკური პლურალიზმის არ ქონა არის კატასტროფის ტოლფასი პოლიტიკოსისთვის. მათ ჰქონდათ ზიზღი ეროვნული – მემარჯვენე მიმდინარეობის პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ. პირველ ყოვლისა, მაშინ ახლად დაარსებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის მიმართ, რომელსაც სათავეში ედგნენ ისეთი ბრწყინვალე მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ კოტე აფხაზი, რეზო გაბაშვილი, სპირიდონ კედია და სხვები.

 

მენშევიკები, ისვე როგორც ბოლშევიკები, აზროვნებდნენ ინტერნაციონალური დოგმებით, რაც, ასევე, ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის არ არის სასარგებლო. თუ გარკვეული დოზით არ გაქვს შეგრძნება და ცნობიერება ეროვნულ–სახელმწიფოებრიობის სუფთა, წმინდა ინტერნაციონალიზმის დოგმებით ხელმძღვანელობა სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველია.    

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ უდიდესი შეცდომა იყო ის, რომ სოციალ–დემოკრატები არ წყალობდნენ ეროვნულ რეგულარულ არმიას. მათ შექმნეს შიდა პარტიული გასამხედროებული ე.წ სახალხო გვარდია, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ნაბოლშევიკარი ვალიკო ჯუღელი. მთელი უბედურება ისაა, რომ სახალხო გვარდია იყო შიდაპარტიული მენშევიკების სტრუქტურა და მეორე უბედურება იყო ის, რომ სრული დილეტანტებით დაკომპლექტდა სახალხო გვარდია. ერთადერთი გენერალი, რომელიც სამხედრო საქმეს ფლობდა და ამ მხრივ გამოცდილი იყო გახლდათ გენერალი არტემ ჯიჯიხია.

 

მენშევიკები არ წყალობდნენ, ასევე, კავალერიას, მათ ეს მიაჩნდათ ბურჟუაზიული წყობის გადმონაშთად. სულ თავიდან, როდესაც ყალიბდებოდა ეროვნული არმია ქაქუცა იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე, და კავალერისტი იყო ქაქუცა. მას ევალებოდა საკავალერიო შენაერთების ჩამოყალიბება. უნდა ყოფილიყო ორი საკავალერიო პოლკი სრული ამუნიციით და ჟორდანიამ მოითხოვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკავალერიო პოლკი ჩამოყალიბებულიყო. მან პროტესტის ნიშნად დატოვა მინისტრის მოადგილის თანამდებობა და საბჭოთა ოკუპაციამდე სწორედ იმ საკავალერიო პოლკს ედგა სათავეში.

 

რაც შეეხება 1921 წელს ეროვნული არმიის აღჭურვილობას. როდესაც ჩვენ სრულად გავეცანით დოკუმენტურ მონაცემებს არმიის აღჭურვილობის შესახებ, ეს იყო უმაღლეს დონეზე აღჭურვილი არმია. წარმოიდგინეთ, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის დროს რუსებს ჰყავდათ ხუთი ჯავშნოსანი, ჩვენ გვყავდა ოთხი. ჩვენი თვითმფრინავების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო XI არმიის თვითმფრინავებზე, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ უკვე ოკუპაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საწყობებში დალუქული იყო საწვავი. გაუგებარი მიზეზებით არ გახსნა მენშევიკურმა მთავრობამ ეს საწყობები და საავიაციო და სატანკო შენაერთებმა ვერ გამოიყენეს თავისი ძალები. ეს უკვე პოსტ ფაქტუმ იქნა აღმოჩენილი. მიზეზი დღემდე უცნობია.         

 

იმ პერიოდში ევროპა რამდენად იყო აქტიური  და დაინტერესებული ამ რეგიონით და კერძოდ, საქართველოს დამოუკიდებლობით. მართალია, ევროპის  დიდმა სახელმწიფოებმა აღიარეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

ისევ და ისევ მენშევიკების უდიდესი შეცდომა იყო და ისევ განპირობებული იყო მნიშვნელოვანწილად იმით, რომ პოლიტიკურ ძალებს ედგნენ კრიჭაში. მემარჯვენე მიმართულების ორგანიზაციებს, განსაკუთრებით ეროვნულ–დემოკრატებს, ფედერალისტებსაც ძალიან ახლო კონტაქტები ჰქონდათ გერმანელებთან. თავიდან, მოგეხსენებათ, 1914 – 1917 წლებში გერმანიის პატრონაჟით შეიქმნა ჯერ ეროვნული საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი და შემდეგ ამ კომიტეტის ეგიდით, 1915 წელს ქართული ლეგიონი, რომელსაც გენერალი ლეო კერესელიძე ედგა სათავეში. ეს გერმანელების პატრონაჟით იყო. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების, აღდგენისა და გამტკიცების საქმეში უაღრესად მნიშვნელოვან როლს გერმანია ასრულებდა.  შემთხვევითი არ არის, რომ გრაფი შულემბურგი იწოდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის რუხ კარდინალად. იმიტომ რომ ის ერთ–ერთი ავტორია ჩვენი დამოუკიდებლობის აქტის. თუმცა, ის აქტიურად გამოდიოდა ერთი პუნქტის ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ.

 

აი, კიდევ ერთი შეცდომა მენშევიკების. საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში დაფიქსირებულია, რომ საქართველო არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო. ეს იყო დამღუპველი. სწორედ ამან განაპირობა ის, რაც შემდეგ მოხდა. გერმანია ამის წინააღმდეგი იყო.  

 

სოციალ–დემოკრატებმა გერმანელები ვერ აიტანეს და იძულებული გახადეს ძალიან მცირე ხნის შემდეგ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია და მოიწვიეს აქ დიდის ამბით ინგლისი. ერთადერთი ინგლისელი მოღვაწე, რომელიც აშკარად იცავდა საქართველოს ინტერესებს  და ცდილობდა თავისი ხელისუფლება ამ კუთხით მოექცია ჩვენსკენ, თუმცა, უშედეგოდ, ეს პიროვნება გახდათ ოლივერ ვორდროპი, რომელიც ასრულებდა გენ–კონსულის მოვალეობას თბილისში.

 

ინგლისს ფეხებზე ეკიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და სამწუხაროდ ერთა ლიგის წევრი ქვეყნების განწყობას მნიშვნელოვნად განაპირობებდა ინგლისის დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობისადმი. ფაქტობრივად, ინგლისის პოზიციამ განაპირობა ის, რომ საქართველოს დააკლდა ხმები ერთა ლიგაში გაწევრიანების დროს. რაც შეეხება ანტანტს, ის იყო დაინტერესებული რომ საქართველო ყოფილიყო დმოუკიდებელი, მაგრამ ჩვენთვის ძირითადი ამ შემთხვევაში იყო ერთა ლიგაში გაწევრიანება.

 

ძალინ ცუდი როლი ითამაშა ასევე საბოლოო ჯამში თურქეთის ფაქტორმა. საბჭოთა ოკუპაციას წინ უძღოდა მოლაპარაკებები ბოლშევიკური რუსეთისა და თურქეთის და მოხდა შეთანხმება, რომლის ძალითაც 1921 წლის თებერვალში თურქებმა დაიკავეს ბათუმი და აჭარის უდიდესი ნაწილი. რომ არა გენერალ მაზნიაშვილის საოცარი თავდადება, დიდი ალბათობით დავკარგავდით ბათუმს.  

 

რამდენად დიდია იუნკერების ღვაწლი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში?

 

ამ ოკუპაციასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო იუნკერების გმირობა. მათი ღვაწლი დიდია. აქვე მინდა აღვნიშნო, ტელევიზიები ავრცელებენ სხვადასხვა მონაცემებს. თითქოს 510 იუნკერი დაეცა ბრძოლის ველზე. ეს ციფრი არ შეესაბამება სინამდვილეს. ზუსტი მონაცემები როგორც იუნკრებზე, ასევე მათ სკოლაზე თავის მოგონებებში გამოაქვეყნა იუნკერთა სკოლის უფროსმა, ქართული არმიის პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ. ეს მოგონებები (“სამხედრო სკოლა”) 1933 წელს გამოქვეყნდა. იქ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მთლიანად იუნკრების კურსანტების საერთო რაოდენობა იყო 180. ამ 180–დან ჩხეიძემ ფრონტზე წაიყვანა ერთი ასეული –120 იუნკერი. გარდა ამისა, მას დაუქვემდებარეს კიდევ ორი ასეული, ერთი – წვევანდელი ჯარისკაცებით დაკომპლექტებული და მეორე მოხალისეთა, სულ 350 კაცი. მაგრამ რატომღაც მიიჩნევენ, რომ ისინი ყველანი იყვნენ იუნკრები. არა. იუნკერი იყო მხოლოდ 120 და ამ რაოდენობიდან  დაიღუპა 18 იუნკერი. ისინი ყველანი დაკრძალეს ყოფილ სობოროსის ეზოში, დღევანდელი პარლამენტის შენობის ქვეშ. ამდენად, ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. დიდი იყო გმირული შემართება ამ ბიჭების, საოცარი შემართება გამოიჩინეს მათ.  

 

 

 

/get_img?ImageId=6508

<p>

რაც შეეხება 1921 წლის საქართველოს შემდგომ პერიოდს საბჭოთა კავშირში, სტალინმა აქტიურად დაიწყო ქვეყნის მასშტაბით ავტონომიური რესპუბლიკების შექმნა. დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად შეიძლება დავიწყოთ მსჯელობა ავტონომიების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით  და თქვენი შეფასებით რამდენად მართებულია ტერმინის “სამხრეთ ოსეთის” დამკვიდრება?

 

ავტონომიების შექმნა იყო აბსოლუტურად გამიზნული და წარმოადგენდა ერთგვარ ხანგრძლივი მოქმედების ნაღმს. სტალინმა კარგად იცოდა ქართველების ბუნება, რომ ისინი ასე წყნარად არ იქნებოდნენ. რომ ქართველი ერი არ შეეგუებოდა იმპერიის მარწუხებს. ავტონომიების შექმნის მთავარი მიზანი იყო შემდეგი, როგორც კი საქართველო ხმას ამოიღებდა დამოუკიდებლობის აღდგენაზე, ამოქმედდებოდა ნაღმი ე.წ ეთნო კონფლიქტების სახით. რა თქმა უნდა გაუმართლებელი იყო ამის შექმნა. აჭარის მაგალითზე, აჭარის ავტონომია შეიქმნა წმინდა რელიგიური ნიშნით, არანაირ ეთნიკურ ნიშანზე საუბარი არ შეიძლება.

 

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, თვითონ ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” არის სრული აბსურდი. “სამხრეთ ოსეთი”, როგორც ასეთი, არ არსებობს. კი, ოსების დასახლებები იყო საქართველოში და ცხოვრობდნენ XIV-XV საუკუნეებშიც. ალანებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ საქართველოს სამეფო კარს. მაგრამ ასეთი კომპაქტური დასახლებები ოსების ფართო ტერიტორიაზე მოხდა რუსეთის მიერ 1801 წლიდან. რაც შეეხება საბჭოთა ოკუპაციას, ოკუპაციის შემდეგ ეს სისტემატიურ ხასიათს იღებს. აქ მე ვფიქრობ, რომ უნდა ლაპარაკი ცხინვალის რეგიონზე ან ეს უნდა იყოს ნაწილი შიდა ქართლის. იმიტომ რომ ისტორიულ–გეოგრაფიული თვალსაზრისით ე.წ სამხრეთ ოსეთი არის განუყოფელი ნაწილი შიდა ქართლის. სამაჩაბლო ნაკლებად შეიძლება გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. სამაჩაბლო არის ის ტერიტორია, რომელიც შედიოდა მაჩაბლების გამგებლობაში. ამიტომ ტერმინ სამაჩაბლოს გამოყენება ამ შემთხვევაში მიუღებელია.    

 

რაც შეეხება აფხაზეთს, აქ უნიკალური შემთხვევაა. ავტოქტონი არის აფხაზი და ქართველიც. თვითონ აფხაზები ქართულ ადათებზე იზრდებოდნენ და ქართული ტრადიციების მიმდევრები იყვნენ. იგივე ანბანი. სანამ რუსებმა კირილიცას საფუძველზე არ შექმნეს ეს ანბანი, იყო ქართული. ჩვენ ერთი ძირის ხალხები ვართ, იბერიულ– კავკასიური.     

 

პარალელი რომ გავავლოთ 1921 წელსა და 2008 წლის მოვლენებს შორის, რუსეთის დამოკიდებულება არ შეცვლილა. რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი  და თუ არსებობს დიალოგის დეფიციტი მხარეებს შორის.

 

საერთოდ როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაზე, რუსეთის მიმართებაზე არარუსული სახელმწიფოებისადმი, რუსეთი ერთნაირ პოლიტიკას ატარებდა ცარიზმის დროს, ბოლკევიკურ–კომუნისტური წყობის არსებობისა და პოსტ–კომუნისტურ პერიოდშიც. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. უბრალოდ ნაჭუჭს იცვლიდა რუსეთი, იყო ცარისტული, ბოლშევიკური, არის პოსტ–კომუნისტური. რეალურად არსი ამ პოლიტიკის არასდროს არ შეცვლილა. ეს იყო დიდმპყრობელური პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც საუბარია კარგ და ცუდ რუსეთზე ჩემთვის ეს აბსურდია. კარგი რუსეთი არის რუსეთისთვის, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთს იმდენად გაუჯდა ცნობიერებაში ეს იმპერიული პოლიტიკა, ამ ცნობირებიდან ესენი ვერ გამოვიდნენ. სანამ რუსეთი არ შეცვლის ამ ცნობიერებას, მათთან დიალოგი აბსურდია. სწორედ ამიტომ უალტერნატივოა დასავლეთისკენ მიმავალი კურსი. NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის ჰაერივით საჭიროა იმიტომ, რომ როგორმე მოვცილდეთ ამ იმპერიულ რუსულ ორბიტას.  

 

ოკუპაციის მუზეუმი 2006 წელს დაარსდა. თქვენი შეფასებით, ბატონო ლევან რა როლს ასრულებს ეს მუზეუმი ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, რამდენად დიდია ინტერესი საზოგადოების ამ მუზეუმისადმი?

 

მისი შექმნა იყო ძალიან დიდი მნიშვნელობის, საოცრად დადებითი მოვლენა. ბუნებრივია, მე ვისურვებდი, ეს ადრე მომხდარიყო, მაგრამ მანამდე საქართველოს სათავეში ედგა სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული რეჟიმი ედუარდ შევარდნაძის, რომელიც არ დაუშვებდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.

 

სწორედ იმიტომ რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიეროს სრულფასოვნად ის, რა გამოიარა საქართველომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წლებში, უნდა გაიაზროს ის, თუ რა შეცდომები იქნა მაშინ დაშვებული, რომ დღეს და სამომავლოდ იგივე შეცდომები არ იქნეს დაშვებული.

 

ახლა გათვალისწინებულია ძალიან ფართო საგანმანათლებლო საქმიანობა მუზეუმის. სამწუხაროდ, გასულ წლებში ეს ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ეროვნულ მუზეუმში, რომლის დაქვემდებარებაშიც არის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, მიმდინარეობდა სრული რეორგანიზაცია. საბოლოო ჯამში, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო სააგანმანათლებლო სამუზეუმო გაერთიანება, სადაც უკვე სრულფასოვნად არის შესაძლებელი ამ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა.      

 

უახლოეს ხანებში გაფართოვდება მუზეუმის ფორმატიც და შეიქმნება არა საბჭოთა ოკუპაციის, არამედ ოკუპაციის მუზეუმი, საბჭოთას გარეშე. ეს რეალურად იქნება რუსული ოკუპაციის მუზეუმი. ეს ფორმატი რას გულისხმობს - დაიწყება თხრობა 1783 წლიდან და დამთავრდება 1991 წლით, ასევე ამას დაემატება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი ექსპოზიციაც.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...