planetanews Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/msvleloba-maxataze-300x175.jpgდღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი წირვას აღავლენს.ტაძარში ათონის ივერონის მონასტრიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის კანონიკური ასლია დაბრძანებული.წირვა 09:00 საათზე დაიწყება და მას აქციის მონაწილეები და ქტიტორები – გურამ დოჩანაშვილი, ლია სტურუა, ლაშა თაბუკაშვილი და სხვები დაესწრებიან.წირვის შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპული იუნკერებისა და იმ ყველა გმირის სახელზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გასწირა, პანაშვიდს გადაიხდიან.ივერიის ღვთისმშობლის ხატისპირველი კანონიკური ასლი, ათონის მთიდან საქართველოში 1989 წლის 9 ოქტომბერს ჩამობრძანდა, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება და სახელმწიფოებრიობის აღდგენა მოჰყვა. ამ ხატის პირველი სასწაული ჩამობრძანებიდან 1 წელიწადში გამოვლინდა. ხატი სიონის საკათედრო ტაძარში პერანგით უნდა შეემკოთ და ამ დროს დამცავ მინაზე სასწაულებრივად აღბეჭდილი წმიდა გამოსახულება იხილეს. მოგვიანებით, ეს გამოსახულება დამოუკიდებელ ხატად იქცა და სიონის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკვდერში დაიდო ბინა.მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიული მშენებლობის აქციას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში.სახალხო აქციაში უკვე 145 000 ადამიანია გაწევრიანებული. ისტორიულ მშენებლობაში მონაწილეობისათვის ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკის ფილიალს ან ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ფონდ “ივერიისას” ნომერზე (2 14 04 84) მიმართოს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts