planetanews Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/kublashvili.-300x2021.jpgიურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პრაქტიკაში არ მოხდება, რომ ყადაღა მთლიან პარტიების ქონებასა და ფინანსებს დაედოს.პავლე კუბლაშვილმა ეს განცხადება, კონტროლის პალატის მიერ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ცვლილებების შეტანის გამო გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტიების ფინანსებსა და ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის დაზუსტებაში პრობლემას ვერ ხედავს.კონტროლის პალატის მიერ პარტიისთვის ყადაღის დადების წესის შეცვლას საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” ითხოვენ, რომლებმაც შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარადგინეს.კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ყადაღის მექანიზმის არსებობა აუცილებელია და ის ამოქმედდება მაშინ, როდესაც პარტია უკანონო შემოსავლებს მიიღებს.“ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა თანხის ან ქონების მცირე რაოდენობაზეა დავა და ამის გამო მთელ ქონებას დაედოს ყადაღა, თუ კანონმდებლობაში დამატებითი დაზუსტებების ჩადებაა საჭირო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“,-განაცხადა კუბლაშვილმაკანონპროექტის მიხედვით, ზუსტდება, რომ პარტიის მიერ აკრძალული შემოწირულობების მიღების და ფინანსური დარღვევების შემთხვევაში, ყადაღა დაედება მხოლოდ ამ კონკრეტული ოდენობის თანხას თუ ქონებას.“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში წინადადებები საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებს” და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებსაც აქვთ.მომავალ კვირას ახალ წინადადებებზე მსჯელობა გაიმართება,სადაც სავარაუდოდ რიგ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts