planetanews Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/p1020918-300x203.jpgსაქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ 1918 წლის 26 მაისს მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა. მისი შექმნიდან სამ წელში კი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ 1921 წლის, 25 თებერვალს განახორციელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია, რასაც ფაქტობრივი ანექსია მოჰყვა.1921 წელს 12 თებერვალს რუსეთმა საომარი ოპერაციები დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა მე-11 წითელმა არმიამ, რომელიც კავალერიის ორი დივიზიით იყო გაძლიერებული. საქართველოს საზღვრებში შემოჭრა ასევე განხორციელდა დარიალის ხეობით, მამისონის უღელტეხილითა და შავი ზღვის სანაპიროდან. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ მე-8, მე-9 და მე-13 არმიები.ქვეყნის წინააღმდეგ შემოჭრილ საოკუპაციო ძალებს საქართველომ დაახლოებით 40 000-იანი არმია დაუპირისპირა. მიუხედავად ქართველების შემართებისა, ბოლშევიზმის მასშტაბურ ტალღას საქართველო წინ ვერ აღუდგა. 24 თებერვალს, საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. თუმცა შემქნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ბრძოლების გამართვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან ს. ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: ‘’თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!’’ რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით დასრულდა. დემოკრატიულ საქართველოში, კომუნისტური ტირანიის დამყარებამ უდიდესი წინააღმდეგობის კერები წარმოშვა შემდგომში, როდესაც 1921-1923 წლებში ქართული პროგრესული აზრის უშეღავათო ბრძოლა წარმოებდა ეროვნული სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ისტორიული საზღვრების დაცვა-შენარჩუნებისათვის. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობის დროს 1922 წლის აგვისტო-სექტემბრის აჯანყების ჩახშობის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები გააჩაღა. მცირედ ეჭვმიტანილებსაც კი იჭერდნენ და ხვრეტდნენ. 1923 წლის თებერვალ-მარტში დააპატიმრეს ”სამხედრო ცენტრი” სრული შემადგენლობით (შეიქმნა 1922 წლის მარტში, საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლის სამხედრო ცენტრი). ამას მოჰყვა 1923 წლის მაისში ამიერკავკასიისა და საქართველოს საგანგებო კომისიათა კოლეგიების გაფართოებული სხდომა, რომელმაც დახვრეტის განაჩენი გამოუტანა (სპეციალური კომისიის შემადგენლობაში, რომელმაც გენერალ აფხაზს დახვრეტა მიუსაჯა _ მოგილევსკი, პანკრატო, ზონოვი, მახნოვსკი, ეპიფანე კვანტალიანი, ორახველიძე, შალვა ელიავა, ლავრენტი ბერია და ლომინაძე შედიოდნენ):1. გენერალ კოტე აფხაზს 2. გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს 3. გენერალ ვარდენ წულუკიძეს 4. გენერალ როსტომ მუსხელიშვილს 5. პოლკოვნიკ გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილს 6. პოლკოვნიკ ალექსანდრე მაჭავარიანს, 7. პოლკოვნიკ ელიზბარ გულისაშვილს 8. პოლკოვნიკ დიმიტრი ჩრდილელს 9. პოლკოვნიკ ივანე ქუთათელაძეს 10. ლევან (ლელო) კლიმიაშვილს 11. სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელს 12. ფარნაოზ ყარალაშვილს 13. იასონ კერესელიძეს 14. სიმონ ჭიაბერაშვილსა 15. ნიკოლოზ ზანდუკელს საშინელი რეპრესიები დაატყდა თავს დახვრეტილი ქართველი გენერლებისა და ოფიცრების ოჯახებს. სადამსჯელო რაზმებმა ააოხრეს კახეთი, სვანეთი, გურია, მთელი საქართველო.1923 წელსვე რეპრესიების მეორე გამანადგურებელი ტალღა დაატყდა თავს იატაკქვეშეთში მოქმედ და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს.რეპრესიები შემდგომ პერიოდშიც აქტიურად გაგრძელდა და დღესაც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის და ქართველთა მასობრივი დისკრიმინაციის ფონზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts