planetanews Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images60.jpegძველი თბილისის რაიონის რამოდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია იცვლება, თბილისის მერიის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩის მონაკვეთზე – კონსტიტუციის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩამდე ამჟამად არსებული მოძრაობის მიმართულება შეიცვლება საწინააღმდეგო მიმართულებით – ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხრივად კონსტიტუციის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით.ცვლილება განხორციელდება ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე: ამჟამად არსებული ორმხრივი მოძრაობის მაგივრად დაწესდება ცალმხრივი მოძრაობა ხეთაგუროვის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული ცალმხრივი მოძრაობა შეიცვლება ორმხრივი მოძრაობით.ბაქოს ქუჩაზე შებრუნდება ტრანსპორტის მოძრაობა წინამძღვრიშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, ხოლო კარგარეთელის ქუჩაზე დაწესდება ცალმხრივი მოძრაობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქუჩების ერთ მხარეს მოეწყობა სატრანსპორტო საშუალებების პარკინგი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის შეცვლასთან დაკავშირებით ყველა ქუჩაზე დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები.თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გაუმჯობესების, ქუჩების გამტარუნარიანობის, სატრანსპორტო საცობების თავიდან აცილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ხორციელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts