planetanews Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/a7820-300x168.jpgგუშინ საღამოს საათებში მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე,ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. შეტევა დაახლოებით 01.00 სთ-ზე მოხდა: მიხეილ სააკაშვილის გვერდზე წამში ათეულობით შეტყობინება და კომენტარი ქვეყნდებოდა. .პრეზიდენტის პირად გვერდზე წუთში ათეულობით შეტყობინება მიდიოდა. აიტი სპეციალისტების განცხადებით, ეს არ იყო სოციალური ქსელების ჩვეულებრივი მომხმარებლების მესიჯები, რადგან მათი შინაარსი არ იცვლებოდა.ათეულობით შეტყობინების ტექსტის ძირითადი შინაარსი ასეთი იყო : “მიხეილ სააკაშვილი ეროვნებით სომეხია, მისი მეუღლე თანამშრომლობს ამერიკულ სპეცსამსახურებთან, ქართველი ხალხი ძალიან კარგია და უკეთესი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს”.ყველა შეტყობინება რუსულ ენაზე იყო შედგენილი და მოგვიანებით ყველა მათგანი გაქრა. ამ დროისთვის პრეზიდენტის პირად გვერდზე შეტევა შეწყვეტილია.სპეციალისტები აცხადებენ, რომ მსგავსი თავდასხმა პირველად არ ხორციელდება.კიბერშეტევის პიკი და ყველაზე მასშტაბური აქცია ქართულ საიტებზე 2008 წელს დაიწყო. საქართველოში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულმა სპეცსამსახურებმა ყველა ქართული სამთავრობო უწყების ბლოკირება მოახდინეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts