planetanews Posted February 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/uniInc.php_.jpegსაკრებულოს დღევანდელი სხდომა ოპოზიციის ხმაურიანი განცხადებებით დაიწყო.“ქრისტიან-დემოკრატები” სხდომაზე სიმბოლურად ცოცხზე მიბმული დენის მრიცხველით გამოცხადნენ და უმრავლესობას დასუფთავებისა და დენის გაერთიანებული გადასახადის გაუქმება მოსთხოვეს.როგორც ჯაბა სამუშიამ განაცხადა, მან ამ ფორმით იმ საკრებულოს სიმბოლო წარმოადგინა, რომელმაც დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმის გადაწყვეტილება მიიღო.“მძიმე ზამთრის პირობებში თბილისელების ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებისთვისაც გათბობის ერთადერთ საშუალებას დენი წარმოადგენდა წელს ათჯერ მეტი გადასახადის გადახდა მოუწიათ. მოვითხოვთდასუფთავებისა და დენის ტარიფების განცალკევებას და ისევ ძველი სტატუსკვოს აღდგენას”,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.ქრისტიან – დემოკრატები სხდომაზე ვაუჩერიზაციის საკითხსაც შეეხნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts