planetanews Posted February 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2012 ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქარელის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივი თემის გაძლიერების მიზნით 4 წლიან პროგრამას დაუფინანსებს.როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის იუწყება, USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, იოაკიმ პარკერმა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ილია ბურჯანაძემ დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც აშშ-ს განვითარების სააგენტო სურვილს გამოთქვამს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დააფინანსოს რამდენიმე პროექტი.პრესსამსახურის ცნობითვე, პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარებას, სიღარიბის დონის შემცირებას, ინფრასტქრუქტურის რეაბილიტაციას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდასა და იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას ითვალისწინებს.ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა NEO დახმარებას უწევს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტს. ქარელის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამის ფარგლებში უკვე დაიწყო სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფელ დირბში.ილია ბურჯანაძე მოხარულია აშშ-ს გადაწყვეტილებით და მზად არის მონაწილეობა მიიღონ ყველა პროექტის განხორციელებაში.“საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. მოხარული ვარ, რომ აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა კონკრეტულად ჩვენი მუნიციპალიტეტის დახმარება. ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ყველა პროექტის განხორციელებაში”,-განაცხადა ილია ბურჯანაძემ.მსგავსი პროექტები USAID-ის დახმარებით წელს სხვა სოფლებშიც განხორციელდება, კერძოდ გიგანტში, დვანში, ავლევსა და ბრეძაში.“ეს არის მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ გვსურს ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. რაც მთავარია ეს უნდა იყოს ორმხრივი თანამშრომლობა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე მოსახლეობის მხრიდან”,-განაცხადა იოაკიმ პარკერმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts