planetanews Posted February 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/iustic-300x199.jpgიუსტიციის სასწავლო ცენტრში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა.იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება ზოგად უნარებში ვაკანტური პოზიციის დაკავების სამოცმა მსურველმა გაიარა.პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კონკურსანტები გაივლიან ინტელექტის ტესტს, შემდეგ კი – გასაუბრების ეტაპს. საბოლოო შერჩეული კანდიდატებისათვის სასწავლო ცენტრში ერთთვიანი ტრეინინგი გამართება, რის შემდეგაც ისინი სასურველ პოზიციაზე დაინიშნებიან და სამუშაოდ გორში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდებიან .სამინისტროს ცნობითვე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სამსახურის მიზანია, სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას უზრუნველყოს მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა, მიაწოდოს მათ დეტალური ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.პროგრამა 2011 წლის აგვისტოდან ამოქმედდა, თავდაპირველად ის პილოტურ რეჟიმში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედებდა. ამ ეტაპზე კი მასში ქალაქები – გორი, თელავი და ზუგდიდი ჩაერთვებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts