planetanews Posted February 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/patriarchate326-300x239.jpgსაქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია შეიქმნა.მთავრობის შესაბამისი, #63-ე დადგენილება “საკანონმდებლო მაცენში” გამოქვეყნდა.აღნიშნულ კომისიას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს.“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით”, _ ნათქვამია დადგენილებაში.ამასთან, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულება, რომელიც საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა.აღნიშნული კომისია 2010 წლის თებერვლიდან მუშაობდა და მხოლოდ ქონებრივ საკითხებს განიხილავდა.ახლად შექმნილ კომისიაში რამდენიმე ჯგუფია; კერძოდ – კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი; საზღვარგარეთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის და ტაძრების კუთვნილების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი; კომისიასთან იარსებებს, ასევე, საკულტო ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ესქპერტები შედიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts