planetanews Posted February 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/sanaia-vaxo-2-300x259.jpgჟურნალისტ ვახო სანაიას თქმით, მისი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობაში მონაწილე ყველა ადამიანი აუცილებლად დაისჯება.ჟურნალისტ გიორგი სანაიას საფლავზე, დღეს ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.სანაიას თქმით, გიორგის მკვლელობა შეკვეთილი მკვლელობა იყო და დღემდე გახსნილი არ არის.“ეს იყო პოლიტიკური და შეკვეთილი მკვლელობა. ეს საქმე არ არის გახსნილი. მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი ოჯახის, ჩემი ძმისშვილისა და საზოგადოების წინაშე, რომ სიმართლეს აუცილებლად აეხდება ფარდა და ვინც კი მონაწილეობდა ამ მკვლელობაში _ დაწყებული შემკვეთებით და დამგეგმავებით, დამთავრებული უბრალო შემსრულებლებით, აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა ვახტანგ სანაიამ.2001 წელს, ჟურნალისტი გიორგი სანაია საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. გამოძიებამ და სასამართლომ დამნაშავედ გრიგოლ (გრიცკო) ხურცილავა სცნო.დღეს გიორგი სანაიას 37 წელი შეუსრულდებოდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts