planetanews Posted February 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/vaali-tomas-de-vaali.jpgთბილისი, 24 თებერვალი, საქინფორმი. კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი „The National Interest“-ის ვებგვერდზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აშშ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ეხმიანება და „ობამას ფიქრებსა“ და „სააკაშვილის დილემაზე“ საუბრობს.<span style="font-size: 10pt;" />„სააკაშვილმა პარლამენტარებთან შეხვედრისას 13 თებერვალს აშშ-ში ვიზიტს „სტრატეგიული გარღვევა“ უწოდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. ეს მისატევებელი გაზვიადებაა. 30 იანვრის შეხვედრა ორ პრეზიდენტს – ობამასა და სააკაშვილს, შორის, პირველ რიგში, იყო შეხვედრა თავად შეხვედრისთვის. სააკაშვილი დიდხანს ცდილობდა, როგორმე სიმბოლურად მიეღწია იმისთვის, რომ ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში შეხვედროდა, მაშინ, როდესაც უმცროს ჯორჯ ბუშთან ასეთი ორი შეხვედრა ჰქონდა. რაც შეეხება ობამას, მისი ფროიდისეული წამოცდენა „რუსეთზე“, რაც მან შემდეგ თავად შეასწორა და თქვა „საქართველო“, ბევრს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რაზე ფიქრობდა იგი. ობამასთვის, მნიშვნელოვანია თავი დაიცვას კონკურენტი კანდიდატების – რომნისა და გინგრიჩის ბრალდებებისგან, რომ მან საქართველო თითქოს „გაწირა“ რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის სანაცვლოდ. სააკაშვილის ფრაზა – „ამ ოფისს ძალიან ბედნიერი ვტოვებ“ – შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც გააბედნიერებს“, – აცხადებს დე ვაალი. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts