planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის დირექტორის გიორგი მოლოდინის შეფასებით, "პუტინის განცხადებები, ე.წ. რუსული "რბილი ძალის" დემონსტრირებაა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია". ასე გამოეხმაურა მოლოდინი "პირWელთან" საუბარში ქართველ ხალხთან მეგობრობის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას. "გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირში 70-წლიანი იძულებითი თანაცხოვრების შედეგად რუს ხალხს ქართველების მიმართ განსაკუთრებული ემოციური განწყობები ჩამოუყალიბდათ, ვიდრე სხვა ხალხების მიმართYდა ჩვენი "წასვლა კავშირიდან" ღალატად აღიქმება, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას ავიწყდება, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ყველაფერი სისხლის ფასად აქვს გამოსყიდული. პუტინის განცხადება კი ქართველი ხალხის სიყვარულის შესახებ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეშად ჩაერიოს. პუტინმა უნდა აღიაროს, რომ 1990 წლებიდან მოყოლებული საქართველოში ინსპირირებული სამხედრო კონფლიქტების, 2008 წლის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შედეგად, რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ ქართველი ხალხის პოლიტიკური რისხვა სრულიად სამართლიანად დაიმსახურა. პუტინის განცხადებები, ე.წ. რუსული "რბილი ძალის” დემონსტრირებაა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დღევანდელ რუსეთის ფედერაციას არანაირი იდეოლოგია (მიუხედავად იმისა, როგორი იყო ეს იდეოლოგია) აღარ გააჩნია, შესაბამისად არც “რბილი ძალა”... მათ სურთ ქართველები მუდმივად "მიმინოს" როლში ნახონ, რაც დღევანდელი საქართველოს მოქალაქეებისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია", - განაცხადა მოლოდინმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ტამანის მოტომსროლელ ბრიგადაში ვიზიტის დროს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგება" და განაცხადა, რომ "რუსეთი ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლებასთან არასდროს აიგივებს". "ვფიქრობ, მოძმე ქართველი ხალხი საბოლოოდ გაიაზრებს, რომ რუსეთი მათი მტერი არ არის და ურთიერთობაც აღდგება. ურთიერთობების გაფუჭება რუსეთის ბრალი არ არის, ეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია", - განაცხადა პუტინმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.