Jump to content
Planeta.Ge

პარტიების შესახებ კანონი არაფრად არ ვარგა


Recommended Posts

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ კამპანია „ეს შენ გეხება“ მიზნად კანონის შეცვლას ისახავს და, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი არასამთავრობოები პარლამენტთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.

 

 

„ჩვენი მიზანი არ არის, სიტყვასიტყვით გაითვალისწინოს პარლამენტმა ჩვენი კანონი, თუმცა მიზანი, რომელიც საფუძვლად დაედო ჩვენ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული,“– განაცხადა „ტრიბუნასთან“ საუბრისას ხატისკაცმა.

 

 

მისივე თქმით, კომპრომისი ვერ მიიღწევა კანონში ასახულ ისეთ საკითხებზე, რომელებიც ლახავს საკუთრების უფლებას, პოლიტიკური და სამოქალაქო გამოხატვის თავისუფლებას. ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც არაადეკვატურ სანქციებს აწესებს და კონტროლის პალატას ულიმიტო და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს.

 

 

„თუ კანონი მცირედით შეიცვლება და ეს პრობლემები ისევ დარჩება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს თითოეულ მოქალაქეს. მიგვაჩნია, რომ ამ ნორმებს ყველა მოქალაქისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. სწორედ ბუნდოვანება და კანონის შერჩევითი გამოყენება არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ამ კანონს აქვს. მან შეიძლება დააშინოს თითოეული მოქალაქე,“ – განმარტავს ნინა ხატისკაცი.

 

 

მისივე თქმით, აუცილებელია დაკონკრეტდეს კანონი, რათა აღარ იძლეოდეს ინტერპრეტაციებისა და შერჩევითი გამოყენების შესაძლებლობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი არასამთავრობოები პარლამენტთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.

და რას იზამენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რას იზამენ?

ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ბრძანდებით :დ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ბრძანდებით :დ

სკეპტიკოსი არის ინფორმირებული ოპტიმისტიო, თუ რაღაც ეგეთი :) აი, მითხარი აბა, როგორ წარმოგიდგენია პროცესის განვითარება? კომპრომისსზე არ წავალთო ამბობენ. ნაცებიც არ წავლენ. მერე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სკეპტიკოსი არის ინფორმირებული ოპტიმისტიო, თუ რაღაც ეგეთი smile.gif აი, მითხარი აბა, როგორ წარმოგიდგენია პროცესის განვითარება? კომპრომისსზე არ წავალთო ამბობენ. ნაცებიც არ წავლენ. მერე?

უნდა აჯობო....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჯო,რა უყავით ფორუმს? :)

ვაახლებთ .ძალიან დაძველდა :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტიან-დემოკრატები" პოლიტიკურ პარტიასთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის პროცესის შეცვლას ითხოვენ. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის" მოქმედი რედაქციით, ბათილია გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს პარტიებისთვის დადგენილი ფინანსური შეზღუდვებისთვის და ამ მხრივ არსებული ვალდებულებების თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა. "ქრისტიან-დემოკრატები" კი ამ ჩანაწერის სამოქალაქო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვენ.

კერძოდ, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტით, ბათილად მხოლოდ ის გარიგება იქნება ცნობილი, რომელიც კანონით დადგენილ წესებს არღვევს და არა ის, რომელიც კანონისადმი თავის არიდებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ასეთი გარიგების საფუძველზე გაცემული ან მიღებული ქონება მხარეებს უნდა დაუბრუნდეთ და არა ბიუჯეტში მიიმართოს. ხოლო თუ შეუძლებელია ნატურით ანაზღაურება, ანაზღაურება ქონების ღირებულებით მოხდეს.

"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, მათი საკანონმდებლო ინიციატივა სრულად და ზუსტად ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დანაწესებს გარიგების ბათილად მიჩნევასთან დაკავშირებით, რადგან ბათილია გარიგება, რომელიც კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს არღვევს.

ამდენად, "ქრისტიან-დემოკრატების" აზრით, გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ პირდაპირი დარღვევა კანონისა და არა მისი "თავის არიდება". ამასთან, მათივე პოზიციით, გარიგების ბათილობის შემთხვევაში უნდა აღდგეს ე.წ. "სტატუს ქვო" ანუ საწყისი მდგომარეობა და თანხის ან ქონების ბიუჯეტში მიქცევა, სამართლებრივად არასწორია.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს აღნიშნული კანონპროექტი ჯერჯერობით არ განუხილავს.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/193532-qdm-partiebthan-garigebis-bathilad-cnobis-shecvlas-ithkhovs.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...