Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ეს შენ გეხება! - აქცია ქუთაისში


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6492

 

აქცია ქუთაისში

 

 

 

დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა, სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. მასში სხვადასხვა არასამთვრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციის მიზანი საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

 

"ნამდვილად არ ვეთანხმები ახალ კანონში შეტანილ ცვლილებებს და ვფიქრობ, რომ მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს სიტყვის თვისუფლების უფლება, მაქვს უფლება, მხარი დავუჭირო ღიად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ასე რომ, კანონში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს ჩემს უფლებებს და აზრის გამოხატვის თავისუფლებას," - აცხადებს თორნიკე ხურციძე, რომელიც ქუთაისში გამართულ დღევანდელ აქციაში მონაწილეობდა.

 

აქციის წევრები მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებდნენ. ნებისმიერ მათგანს საკუთარი პროტესტი შეეძლო პეტიციაზე ხელმოწერით  დაეფიქსირებინა.

 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომ შეუერთდნენ აქციის ორგანიზატორების პოზიციას და ამ აქციების საშუალებით ჩვენ შევძლებთ, რომ რეალურად პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში," - ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.

 

აქცია "ეს შენ გეხება" ერთდროულად მიმდინარეობდა საქართველოს 8 ქალაქსა და თბილისის 7 უბანში. ორგანიზატორეწბის თქმით, 2011 წლიის დეკემბერში მიღებული კანონმდებლობა აუარესებს საარჩევნო გარემოს და არათანაბარ პირობებში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს, ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, განუსაზღვრელ და არაკონსტუტიციურ უფლებამოსილებას ანიჭებს კონტროლის პარტიას.

 

პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტი უკვე წარადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

 

ქუთაისში მიმდინარე აქციაში იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო საინფორმაციო ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საზოგადოება "საჩინო", მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი, ფონდი "სოხუმი", "განათლება და სამყარო", სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდნენ. ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული ხელმოწერები კი მიღებულ კანონში  ცვლილებების შეტანის  მიზნით პარლამენტს წარედგინება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...