planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 კამპანია "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებში, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს თბილისში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. კამპანიის ორგანიზატორმა მოქალაქეებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და განუმარტეს, რომ ახლად მიღებული რეგულაციები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ 2011 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული კანონმდებლობა აუარესებს საარჩევნო გარემოს და არათანაბარ პირობებში აყენებს პოლიტიკურ ძალებს; ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, მკაცრ და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს რიგით ამომრჩევლებს, ბიზნესის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. საკანონმდებლო ცვლილებები იურისტებისთვისაც კი ძალიან ბუნდოვანია, სხვადასხვაგვარი განმარტებისა და გამოყენების საშუალებას იძლევა; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს საქართველოს კონტროლის პალატას. დღევანდელი აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ხელი მოეწერა “ეს შენ გეხებას” კამპანიის ფარგლებში მიღებულ პეტიციაზე. საინფორმაციო შეხვედრები თბილისის მასშტაბით მეტროსადგურ "თავისუფლებასთან", "რუსთაველთან", "ვარკეთილთან", "ახმეტელთან", "ვაგზლის მოედანზე", "ბავშვთა სამყაროს" მხრიდან; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსთან და ბუკიას ბაღში გაიმართა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts