planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 </p>/get_img?ImageId=6493 საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სელესტ ვალანდერს და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეს, ადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მოდერნიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. აშშ ასევე დაეხმარება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, დოქტორ სელესტ ვალანდერი გუშინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოდან ხვალ გაემგზავრება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts